|
2024-08-03 15:53:36, 469 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - პარტიების არანაირი გაერთიანება არ არის, არსებობს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც მოქალაქეების დაბნევას ცდილობს
ქართველმა ხალხმა დაინახა, პარტიების არანაირი მრავალფეროვნება თუ გაერთიანებები არ არის, არის ერთი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ცდილობს, ჩვენი მოქალაქეები დააბნიოს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმდჯომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რეგიონებში შეხვედრებიც აჩვენებს, რომ ამ პარტიებთან შეხვედრებზე მოქალაქეები არ დადიან. “მთავარი ერთი რამეა, რომ ქართველმა ხალხმა დაინახა, ვისთან აქვს საქმე. სინამდვილეში არანაირი პარტიების მრავალფეროვნება თუ გაერთიანებები არ არის, ხომ ხედავს ყველა, ეს არის ერთი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ცდილობს ახლა, რაღაცნაირად დააბნიოს ჩვენი მოქალაქეები, მაგრამ ვხედავთ ყველა, მათ შორის მათი შეხვედრებიც რეგიონში აჩვენებს, რომ მოქალაქეები მათთან შეხვედრაზეც არ დადიან და “ენჯეოების“ ორგანიზებულ წინასაარჩევნო კამპანიებში არიან ჩართული“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)