14:49 - 19 Apr, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-01 12:01:44, 402 ნახვა

საზოგადოება
ხე-ტყის უკანონო ჭრასა და უკანონო ტყითსარგებლობაზე დაწესებული სანქციების გამკაცრება იგეგმება

ხე-ტყის უკანონო ჭრასა და უკანონო ტყითსარგებლობაზე დაწესებული სანქციები მკაცრდება. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, შესაბამისი კანონპროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა.

კოახიძის თქმით, ცვლილებები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით პასუხისმგებლობის გამკაცრებას გულისხმობს, სისხლის სამართლის კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის.

„მნიშვნელოვანია ამ სფეროში სანქციების გამკაცრება იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს ეჭვი უკანონო ტყითსარგებლობის სხვადასხვა შემთხვევის არსებობასთან დაკავშირებით. იმისთვის, რომ მივიღოთ პრევენციული ზომები, მნიშვნელოვანია სანქციების გამკაცრება. ჩვენი გადაწყვეტილების შესაბამისად, სამინისტრომ მოამზადა შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა მიმართულებით პასუხისმგებლობის გამკაცრებას. ცვლილებები მომზადდა სისხლის სამართლის კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ცვლილებების თანახმად, სახერხი საამქროს მიერ რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევაზე მკაცრდება სანქცია. აქამდე იყო 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 1-დან 3 წლამდე განისაზღვრება ახალი სანქცია. ასევე, სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება ახალი, 287-ე სეკუნდა მუხლი, რომელიც ეხება სახერხი საამქროს ტერიტორიაზე არამარკირებული მრგვალი ხე-ტყის, იგივე მორის განთავსებას. ამ სამართალდარღვევისთვის მანამდე გათვალისწინებული იყო მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ახლა უკვე განისაზღვრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა - საუბარია 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთაზე. თუ დიდი ოდენობით ხდება მრგვალი ხე-ტყის უკანონოდ განთავსება, ამ შემთხვევაში 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა არის სანქციად გათვალისწინებული",- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სანქციები ასევე მკაცრდება მერქნული მცენარის გაჩეხვასა და დამზადებაზე.

„ცვლილებებით ასევე დგინდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა სახელმწიფო ტყეში ან დაცულ ტერიტორიაზე მერქნული მცენარის დიდი ოდენობით უკანონო გაჩეხვისთვის და გათვალისწინებული იქნება 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ასევე სანქციები მკაცრდება მრგვალი ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებაზეც. აქაც არის მკაცრი სანქცია - 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა",- განაცხადა კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ კანონპროექტი უახლოეს დღეებში იქნება ინიცირებული პარლამენტში.

„ტყე არის ის, რასაც განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ. ტყე არის ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული სიმდიდრე, რომელიც მომავალ თაობებს უნდა შევუნახოთ და სწორედ ამას ემსახურება ის პრევენციული ზომები, რომელიც დამუშავდა და შესაბამის კანონებში აისახება",- აღნიშნა პრემიერმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაია სანდუ - რუსეთს სურს, მოლდოვის ხელმძღვანელობა იმ ხალხით შეცვალოს, რომელთა კონტროლიც შეუძლია
ლანა გალდავა - საფრთხე ვიზალიბერალიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით რეალურია
კონგოში ნავის გადაბრუნების შედეგად, სულ მცირე, 148 ადამიანი დაიღუპა
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა აღდგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი