03:16 - 09 Sep, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-01 11:21:56, 408 ნახვა

საზოგადოება
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება/მშენებლობის ტენდერში ბელგიურმა კომპანიამ გაიმარჯვა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურისა და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულად ე.წ. დიდი ოთხეულიდან, მსხვილი ბელგიური კომპანია Jan De Nul (იან დე ნული) შეირჩა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ევროპული კომპანია ანაკლიაში ნავსადგურის აკვატორიის დაღრმავებით და ტალღისმჭრელის/ტალღმტეხელის მშენებლობის სამუშაოებს განახორციელებს.  

„კომპანია „იან დე ნული“ სატენდერო კომისიამ საერთაშორისო კონსულტანტების ჩართულობით საუკეთესოდ მიიჩნია და უკვე გაეგზავნა მოწვევა ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად/ხელშეკრულების გასაფორმებლად.

1938 წელს დაფუძნებული კომპანიის ბრუნვა 2,5 მლრდ ევროს შეადგენს და მას 7000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. კომპანია Jan De Nul აქტიურად იყო ჩართული პანამის არხის გაფართოების პროექტში და აქვს მიმდინარე და დასრულებული პროექტები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის, ევროპაში, გალფის ყურეში, აფრიკასა და სხვ.  

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური გახდება ქვეყნის სავიზიტო ბარათი, რომელიც ევროპისა და აზიის სატრანსპორტო სისტემებს დააკავშირებს. ანაკლიის ნავსადგური შეძლებს საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან განვითარებას, მოიზიდავს საერთაშორისო ინვესტიციებს და შექმნის ათასობით ახალ სამუშაო ადგილს. ამასთან, ანაკლიის ნავსადგურის წარმატებული ფუნქციონირება მიმართული იქნება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ შუა დერეფნის სხვა ქვეყნების კონკურენტუნარიანობის ამაღლებისკენ.

პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა 600 ათასი კონტეინერი წელიწადში, ხოლო საორიენტაციო ღირებულება – 600 მლნ აშშ დოლარია. ასევე, იგეგმება ნავსადგურის მიმდებარედ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის საკითხი, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს წარმოშობს და მოიზიდავს ინვესტიციებს",- აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.
ირაკლი კობახიძე სამცხე-ჯავახეთში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ახალციხეში, საარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა
ივანიშვილი - კონსტიტუციაში მართლმადიდებელი ეკლესიის როლის გამოკვეთით, არცერთი რელიგიური კონფესიის მნიშვნელობა არ დაკნინდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics