2024-08-01 09:43:49, 366 ნახვა
პოლიტიკა
„აშშ-ის დახმარება არ არის უპირობო და მთავრობის ქმედებებს რეალური შედეგები აქვს“ - რიში და შაჰინი ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ
![]() ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უფროსი წევრი, სენატორი ჯიმ რიში და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოსთვის 95 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარების შეჩერების შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული გადაწყვეტილება გზავნილია, რომ შეერთებული შტატების დახმარება არ არის უპირობო და მთავრობის ქმედებებს რეალური შედეგები აქვს. "ჩვენ მივესალმებით დღევანდელ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ორმხრივი დახმარების შეჩერების შესახებ, "უცხოელი აგენტების" კანონის ამოქმედების საპასუხოდ, რომელიც გამოყენებული იქნება იმ სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც იბრძვიან თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისთვის. მას შემდეგ, რაც საქართველომ დაიბრუნა დამოუკიდებლობა რუსეთისგან 1991 წელს, შეერთებული შტატები იყო დემოკრატიული ძალისხმევისა და რეფორმების ამაყი მხარდამჭერი, მუშაობდა მთავრობასთან ერთად სახელმწიფო ინსტიტუტების გასაძლიერებლად და მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად 2008 წელს რუსეთის მიერ "სამხრეთ ოსეთისა" და აფხაზეთის ანექსიის შემდეგ. საქართველოს მთავრობას უსაფუძვლოდ სჯეროდა, რომ უარი საკუთარი მოქალაქეების დემოკრატიულ მისწრაფებებზე გავლენას არ მოახდენდა მის ურთიერთობაზე შეერთებულ შტატებთან. დღევანდელი გადაწყვეტილება გზავნის სიგნალს, რომ შეერთებული შტატების დახმარება არ არის უპირობო და მთავრობის ქმედებებს რეალური შედეგები აქვს. აშშ-ის დახმარების შეჩერების გადაწყვეტილების მიუხედავად, შეერთებული შტატები რჩება ქართველი ხალხის ტრანსატლანტიკური მისწრაფების ერთგული. სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება ასახავს კონგრესში, ჩვენი კანონმდებლობის ერთ-ერთი დებულებისადმი ორპარტიულ მხარდაჭერას - "ქართველი ხალხის აქტს", რომელიც მოითხოვს საქართველოსთვის ორმხრივი დახმარების გადახედვას. ჩვენ გავაგრძელებთ კანონპროექტში გათვალისწინებული დამატებითი ღონისძიებების ადვოკატირებას, რომელიც დააკისრებს საქართველოს მთავრობას ანგარიშვალდებულებას და დაეხმარება ქართველ ხალხს თავისი დემოკრატიული გზის გატარებაში. შეერთებული შტატები მზადაა, განაახლოს ურთიერთობები მას შემდეგ, რაც მთავრობა კიდევ ერთხელ დაადასტურებს თავის ერთგულებას ჩვენი საერთო მიზნების მიმართ",- ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. შეგახსენებთ, გუშინ, 31 ივლისს გავრცელდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარებას აჩერებს.
დონალდ ტრამპი - ირანს 60-დღიანი ულტიმატუმი წავუყენე შეთანხმების დასადებად, დღეს 61-ე დღეა
14 ივნისი პრემია „ელისოს“ დღეა - გამარჯვებულების გამოსავლენად ყველაფერი მზად არის
ონისე ცხადაძე - მათეს მინდა ვუთხრა: ეს ქვეყანა არც მოსამართლისაა, არც პროკურორის, ეს ქვეყანა არის თქვენი!
რეზო კიკნაძე მერაბ დვალიშვილს - ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს მეგობარი ევროპა და ამერიკა იყოს, ის ამერიკა, რომელიც შენ ძალიან გიყვარს
|
რედაქტორის რჩევით
![]() გამოცხადებული ტერორის რეჟიმი - ოცნების დაჯგუფებამ მათე დევიძე 4 წლით და 6 თვით პატიმრობაში გაუშვა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
ომი უკრაინაში![]() ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი დანაყოფები სუმის ოლქში ოკუპანტს თანდათან უკან დახევას აიძულებენ, მადლობა თითოეულ ჩვენს სამხედროს ამ შედეგისთვის
![]() უკრაინაში ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი 22 წლის დემეტრე დარჩია დაიღუპა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ნიკა გვარამია დააკავეს
დღის თემა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
|