|
2015-02-12 18:37:10, 326 ნახვა
საგანელიძე: ქუცნაშვილს მეტი დაფიქრება, თავშეკავებულობა მართებს იმიტომ, რომ შეიძლება ცხვირი წაიმტვრიოს
ზაქარია ქუცნაშვილს მეტი დაფიქრება, თავშეკავებულობა და სიტყვების მოზომვა მართებს, იმიტომ, რომ შეიძლება ცხვირი წაიმტვრიოს,-ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებას. დეპუტატი ქუცნაშვილის ნათქვამს, რომლის თანახმადაც, დავით საგანელიძე თავს უფლებას აძლევს პრეზიდენტს უმრავლესობის სახელით ესაუბროს, თავხედურს უწოდებს. უმრავლესობის ლიდერი ზაქარია ქუცნაშვილს მეტ დაფიქრებასა და თავშეკავებულობას უსურვებს. "მოვისმინე კიდეც დღეს ქუცნაშვილისგან ცოტა არაკორექტულად, მოდით, უფრო დავაკონკრეტებ, თავხედურად ნათქვამი სიტყვა, რომ თურმე უმრავლესობის ლიდერი თავის თავს აძლევს უფლებას და უმრავლესობის სახელით პრეზიდენტს ესაუბრება.ჩემი პრეზიდენტთან მოლაპარაკებების წარმართვა კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა.ჩემი ვალდებულება არ არის, 90 ადამიანს ცალ-ცალკე ვესაუბრო. ქუცნაშვილს მე ვუსურვებდი, ცოტა ახალგზარდა კაცია და მეტი დაფიქრება მართებს, მეტი თავშეკავებულობა მართებს,მეტი გუნდურობა და სიტყვების მოზომვა მართებს იმიტომ, რომ შეიძლება წაიმტვრიოს ცხვირი",-განაცხადა დავით საგანელიძემ. ცნობისთვის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით, დღეს საპარლამენტო უმრავლესობის 16-მა დეპუტატმა განცხადება გაავრცელა. ისინი პრეზიდენტ მარგველაშვილთან კონსულტაციების შედეგად შეჯერებულ კრიტერიუმებს აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ კანდიდატურის არაკონსტიტუციური კრიტერიუმით შერჩევა ხდება. ამასთან, მათივე მტკიცებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთა შერჩევის დამატებითი კრიტერიუმები უმრავლესობის ფარგლებში არც განხილული და არც შეთანხმებული არ ყოფილა.
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)