09:57 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-31 09:49:29, 400 ნახვა

საზოგადოება
სოფელ გლდანში, ყაზბეგისა და ჩოლოყაშვილის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები ხორციელდება

გლდანის რაიონის გამგეობა კიდევ ორი ქუჩის მოწესრიგებას ასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები ამჯერად, სოფელ გლდანში, ყაზბეგისა და ჩოლოყაშვილის ქუჩებზე მიმდინარეობს. 

„აღნიშნულ პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე  ადგილზე გაეცნო.

სამუშაოების შედეგად, ორივე ქუჩაზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი და   ჯამში, 3000 კვ მეტრამდე ფართობი წესრიგდება. 

აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 538 000 ლარი დაიხარჯება. 

გასულ წელს, ყაზბეგის ქუჩაზე 721 გრძივ მეტრზე წყალარინების ქსელი მოეწყო. სამუშაოებისთვის 167 500 ლარი დაიხარჯა, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ რუსეთის რამდენიმე ქალაქის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რაკეტების მწარმოებელი და ოზონის საწყობები დაბომბა
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი საკმარისად სწრაფად და ეფექტურად არ აშენებს თავის თავდაცვით შესაძლებლობებს
მაკრონმა ტრამპი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ნავთობის ექსპორტის შეჩერება ფასების ზრდას გამოიწვევდა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ „ანკორიჯის შეთანხმებები“ მოლაპარაკებებში აღარ განიხილება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics