|
2024-07-30 09:13:47, 446 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ჩვენი გამარჯვება იქნება ძალიან დამაჯერებელი - გვაქვს ამბიცია თუნდაც საკონსტიტუციო უმრავლესობაზე
ჯერ „ენჯეოებმა" უნდა დადონ უარყოფითი დასკვნა, ამას უნდა მოჰყვეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის" პარტიების გამოსვლები, იქ შემდეგ სალომე ზურაბიშვილი რაღაცას იტყვის, მერე გამოვა კუბილიუსი და ა.შ. ესაა ერთი და იგივე, თავსმოხვეული მომაბეზრებელი სცენარი, რომელსაც ვერანაირი გაყიდვის რესურსი ვეღარ ექნება ამ ქვეყანაში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნება" მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას და „ეს სცენარი ჩავარდება". „წინაზე 3 ყალბი მაჩვენებელი წარმოადგინეს. ერთი - ე.წ. პივიტი, პარალელური დათვლის შედეგები, თქვეს, რომ ამ „პივიტის" აცდა ცესკოს შეეგები და მერე გაირკვა, რომ პირიქით, თვითონ გააყალბეს ეს „პივიტი" და პირიქით, „პივიტი" აცდა ცესკოს შედეგებს, ეს იყო პირველი სიყალბე. მეორე სიყალბე ეხებოდა ზედმეტობებს - მათ თქვეს, რომ ზედმეტობები დაფიქსირდა საარჩევნო უბნების 8 პროცენტში და ამ დროს დადგინდა, რომ მხოლოდ 8 უბანზე დაფიქსირდა ზედმეტობა, ანუ 8 უბნის მაგივრად თქვეს 300 უბანი, ეს იყო მეორე ყალბი ინფორმაცია და მესამე იყო ის, ასევე ყალბი ინფორმაცია გაავრცელეს, რომ თითქოს, ცესკომ სერიოზული დაგვიანებით გამოაქვეყნა არჩევნების შედეგები, როცა დაგვიანება საერთოდ არ იყო, არსებული პრაქტიკის მიხედვით, ღამის 4 საათი იყო, თუ არ ვცდები, როცა ცესკომ გამოაქვეყნა არჩევნების შედეგები. ამ 3 „ფაქტზე" დაყრდნობით, დაახლოებით, 30-მა „ენჯეომ" ერთად დადო დასკვნა იმაზე, რო ეს იყო ყველაზე ცუდი არჩევნები ლამის საქართველოს ისტორიაში. ჯერ „ენჯეოებმა" უნდა დადონ უარყოფითი დასკვნა, ამას უნდა მოჰყვეს კოლექტიური „ნაცმოძრაობის" პარტიების გამოსვლები, იქ შემდეგ სალომე ზურაბიშვილი რაღაცას იტყვის, მერე გამოვა კუბილიუსი და ა.შ. ერთი და იგივე თავსმოხვეული მომაბეზრებელი სცენარი, რომელსაც ვერანაირი გაყიდვის რესურსი ვეღარ ექნება ამ ქვეყანაში. იმდენჯერ გააკეთეს ეს ყველაფერი, არსებობს გამონათქვამი, რომ ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალო, მით უმეტეს 7-ჯერ ვერ შეხვალ ერთ მდინარეში. 2012 წელს სცადეს, რომ არჩევნები არ ეღიარებინათ, შემდეგ 2016 წელს ჰქონდათ მცდელობა, 2020 წელს ჰქონდათ იგივე მცდელობა. რამდენჯერ უნდა გააკეთო ეს ყველაფერი. ხალხი დაღლილია ამ ყველაფრით, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ჩვენი გამარჯვება იქნება ძალიან დამაჯერებელი. ჩვენ გვაქვს ამბიცია თუნდაც საკონსტიტუციო უმრავლესობაზე და თუ საუბარი გვაქვს ჩვენ 60/20 თანაფარდობაზე, ამ შემთხვევაშიც საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებაც არის საკმაოდ რეალური. იქ 1-მა, 2-მა პროცენტმა შეიძლება გადაწყვიტოს საკონსტიტუციო უმრავლესობის ბედი, საბოლოო ჯამში, მაგრამ საკმაოდ რეალურია ეს ყველაფერი. როცა ყველა იხილავს, რომ არის დამაჯერებელი გამარჯვება, ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო მარტივად ჩავარდება ის სცენარი, რომელიც წინასწარ შეგვიძლია დავაანონსოთ იმიტომ, რომ ეს არის მათი გეგმა",- თქვა კობახიძემ გადაცემა "იმედი LIVE"-ში.
მოკლული აიათოლას ვაჟი მოჯტაბა ხამენეი, ქვეყნის შემდეგ უზენაეს ლიდერად აირჩიეს
დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა სატარმერი ინდოეთის კუნძულზე ბაზის არ დათმობის გამო
თბილისში ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში საქართველო-სომხეთის კომისიის მე-15 სხდომა გაიმართა
„ოცნების“ პარლამენტის წევრს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან „შესანიშნავი აზრთა გაცვლა“ ჰქონდა.
|
რედაქტორის რჩევით
„ისტორიული განაჩენი“. ირანის ლიდერი ნათესავებთან ერთად საკუთარ რეზიდენციაში ისრაელის საჰაერო ძალების 30 ბომბის შედეგად დაიღუპა
ომის კიდევ ერთი წელი თუ მშვიდობის შანსი? როგორ აღნიშნავს უკრაინა რუსული შეჭრის მეოთხე წლისთავს
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთს 2027 წლისთვის ოდესასა და დნეპრის დაკავება სურს
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინა დაბომბეს, ხარკოვში 14 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის 7 წლის ბავშვი
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)