|
2024-07-29 14:20:33, 380 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - დემოკრატიის ინდექსით საქართველოს დაწინაურება საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების სწორი და პრაგმატული პოლიტიკის შედეგია
შედეგები და ეს სტატისტიკები საუბრობს ყველაფერზე, თუ როგორ ვითარდება ჩვენი ქვეყანა ყველა მიმართულებით, აბსოლუტური წინსვლა გვაქვს ყველაფერში, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას "დემოკრატიის მრავალფეროვნების“ ახალ კვლევაზე ჰკითხეს, რომლის მიხედვითაც საქართველო დემოკრატიის ინდექსით მნიშვნელოვნად არის დაწინაურებული. "ხელშესახები შედეგები გვაქვს მიღებული და ეს გამოწვეულია იმ სწორი პოლიტიკით, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება ატარებს, იმ პრაგმატული პოლიტიკით რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ატარებს, რისთვისაც კრიტიკის ქარცეცხლში გაახვიეს რადიკალებმა თავიანთი, თითქოს, არასამთავრობოებით, რომლებსაც ეხმარებოდნენ ჩვენი, ვითომ, დასავლელი მეგობრები. ხომ გახსოვთ ეს ყველაფერი? დღეს უკვე შეცვლილი რიტორიკა აქვთ და ზუსტად ამ პოლიტიკის შედეგებია, რაზეც თქვენ ახლა საუბრობთ და რასაც დასავლეთში უკვე ვერ უარყოფენ. ყველა კრიტერიუმით საქართველო არის წარმატებული ქვეყანა და ეს ჩვენი ყველას დამსახურებაა მოსახლეობასთან ერთად“, - განაცხადა თბილისის მერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)