|
2024-07-29 13:41:27, 304 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი ჩვეულებრივი პოლიტიკური ორგანიზაციებია
ძალიან დიდი სისულელეა საუბარი იმაზე, რომ აღნიშნული კანონპროექტი, რომელიც იქნა მიღებული, არის არაკონსტიტუციური, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანაზე ჰკითხეს. თბილისის მერის თქმით, ამ კანონის ერთადერთი მიზანი არსამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა. „როგორ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს არაკონსტიტუციური, ხომ წარმოუდგენელია ასეთი რამ. კანონი, რომელიც ითხოვს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს - გამჭვირვალობას. წლის განმავლობაში ერთხელ მხოლოდ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ვინც 20%-ზე მეტით ფინანსდებიან უცხოეთიდან, წარმოადგინონ დეკლარაციები, თუ ვისგან იღებენ თანხებს და რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება, მხოლოდ ამაზეა საუბარი და ეს როგორ შეიძლება იყოს არაკონსტიტუციური ან როგორ შეიძლება ეს ეწინააღმდეგებოდეს ევროპულობას, ევროპულ მომავალს და ასე შემდეგ“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, „არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს საქართველოში პოლიტიკური პარტიების როლში გვევლინებიან, "გამჭვირვალობის შესახებ კანონი" კი სწორედ დასავლეთისთვის შექმნილი ამ უხერხულობის მოხსნას ემსახურება". „საქართველოში არ არსებობს არასამთავრობო ორგანიზაცია. ზღვარი, რომელიც უნდა არსებობდეს პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ქვეყანაში წაშლილია. არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ჩვეულებრივი პოლიტიკური ორგანიზაციები, უბრალოდ სახელები აქვთ სხვადასხვა და ეს არის დღევანდელი მოცემულობა, რაც სრული კატასტროფაა, რა თქმა უნდა, უმრავლესობა არ ასაჯაროებს და არავის არ მიუწვდება ხელი იმასთან დაკავშირებით, თუ ვისგან ფინანსდება, რა კონკრეტულ პროექტები იხარჯება და ეს უხერხულობები რაც იქმნება და რაც უქმნის დასავლეთს ჩვენთან, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ურთიერთობაში უხერხულობას. რა თქმა უნდა, აღნიშნული კანონპნროექტი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ეს უხერხულობები მთლიანად იყოს მოხსნილი“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)