2024-07-27 12:03:07, 364 ნახვა
სპორტი
ქართული ოლიმპიური დელეგაცია ოლიმპიადის გახსნაზე - ფოტო
![]() პარიზში 33-ე ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია გაიმართა. ორგანიზატორებმა ქვეყნების წარდგენა ორიგინალური ხერხით გადაწყვიტეს – დელეგაციები გემებით, ნავებითა და კატერებით მდინარე სენაზე ჩაატარეს. ეს მშვენიერი სანახაობა საქართველოს დროშებმაც გაალამაზა. ჩვენი ქვეყნის 28 სპორტსმენისგან შემდგარი დელეგაციის მედროშეები იყვნენ ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე და სამგზის ოლიმპიური მედალოსანი ნინო სალუქვაძე. ოლიმპიური თამაშების ისტორიას გახსნის არაერთი კარგი, შთამბეჭდავი, მასშტაბური გახსნის ცერემონია ახსოვს. ყველა მასპინძელი ცდილობდა, რაღაც განსაკუთრებული, დასამახსოვრებელი გაეკეთებინა, მაგრამ მთლიანობაში ყველა მათგანს რაღაც საერთო მაინც ჰქონდა, რასაც ვერ ვიტყვით XXXIII ოლიმპიურ თამაშებზე - პარიზელებმა განსხვავებული სანახაობა შემოგვთავაზეს. ისტორიაში პირველად ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია ჩატარდა სტადიონს მიღმა, ღია ცის ქვეშ და რაც უფრო შთამბეჭდავია, მდინარის გასწვრივ. ჩვეული სცენების ნაცვლად, როდესაც დელეგაციათა აღლუმი სტადიონის სარბენ ბილიკებს მიუყვებოდა, ამჯერად მთავარ როლში მოგვევლინა სენა - პარიზის მთავარი არხი, რომლის გასწვრივაც 300 ათასი მაყურებლისთვის საგანგებოდ მოეწყოთ დროებითი კონსტრუქციებით აგებული ტრიბუნები. მასპინძლებმა გახსნის ცერემონიისთვის პარალელურად რამდენიმე სცენაც მოაწყვეს და სანახაობაც უფრო გაჯერებული და დატვირთული გამოდგა. იყო ცალკეული მუსიკალური ნომრებიც - ვარსკვლავური წარმოდგენებით, ფრანგული კულტურის ნიშნებით. დელეგაციათა ერთგვარი სააღლუმე ფლოტილია საბერძნეთის ოლიმპიური გუნდით დაიძრა. ოლიმპიური თამაშების ფუძემდებლებს უკან მიჰყვა დევნილთა გუნდი, მერე კი ანბანის მიხედვით გაგრძელდა ოლიმპიელთა ცურვა სენაში. ქართველი გულშემატკივრისთვის კულმინაცია იყო ჩვენი ლეგენდარული სპორტსმენების ნინო სალუქვაძის და ლაშა ტალახაძის მედროშეობით ჩვენი ოლიმპიელების სენაზე გამოჩენა, რომელიც ნავზე გამბიის გუნდთან ერთად მიუყვებოდა მდინარის არხს. სააღლუმე მარშრუტით ოლიმპიური თამაშების მასპინძლებმა მეგზურობა გაგვიწიეს პარიზში, გაგვაცნეს საფრანგეთის ისტორიის ფრაგმენტები, არქიტექტურა აუსტერლიცის ხიდიდან ნოტრ დამის თუ ლუვრის გავლით. აღლუმმა ასევე ჩაუარა რამდენიმე საასპარეზო სივრცესაც და ღუზა ჩაუშვა იენის ხიდთან (Pont d'Iéna) - ტროკადეროს და ეიფელის კოშკს შორის, სადაც ღონისძიების ოფიციალურ მხარე ამოქმედდა: ოლიმპიური დროშის აღმართვა, ფიცის დადება. დამსწრეთ რა თქმა უნდა მიესალმნენ პარიზი-2024-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი ტონი ესტანგე და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი. კულმინაციამდე, ვიდრე ფიალაში ოლიმპიური ცეცხლი აგიზგიზდებოდა, მასპინძლებმა ეიფელის კოშკის ლაზერის სხივებში გახვევით მეტად შთამბეჭდავი სანახაობა შემოგვთავაზეს. დასკვნით ნაწილში მეჩირაღდნეთა შორის არაერთი სახელოვანი სპორტსმენიც ვიხილეთ: ზინედინ ზიდანი, რაფაელ ნადალი, სერენა უილიამსი, ნადია კომანეჩი, კარლ ლუისი, ტონი პარკერი, ამელი მორესმო... მთავარ მეჩირაღდნეებად მოგვევლინენ მძლეოსნობაში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი მარი ჟოზე პერეკი და ძიუდოში ასევე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი (აქედან ერთი ოქროს მედალი გუნდურში მოიპოვა) ტედი რინერი, რომლებმაც ტიუილრის ბაღში საჰაერო ბურთზე გამოკიდებულ რკალში ააგიზგიზეს ცეცხლი და პარიზის ცისკენ გაუშვეს. ამ ორიგინალური გზით ფრანგებმა საჰაერო ბურთის გამომგონებლები ძმები მონგოლფიები შეგვახსენეს. საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი ოლიმპიურ თამაშებს 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს, საქართველოდან კი სპორტის 10 სახეობაში იასპარეზებს 28 სპორტსმენი.
ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 5 უკრაინელი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები
სალომე სამადაშვილი - ამომრჩევლის უმრავლესობის მოთხოვნა არის ცვლილება ქვეყანაში
ისრაელის თავდაცვის ძალები - ისრაელის მოიერიშე თვითმფრინავებმა ღამით თეირანში 80 სამიზნეს დაარტყეს, სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან კი - 170-ზე მეტს
ნეთანიაჰუ - ჩვენ გავიმარჯვებთ, ჩვენ გამარჯვების გზაზე ვართ
|
რედაქტორის რჩევით
![]() გამოცხადებული ტერორის რეჟიმი - ოცნების დაჯგუფებამ მათე დევიძე 4 წლით და 6 თვით პატიმრობაში გაუშვა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
ომი უკრაინაში![]() რუსებმა უკრაინას 200-მდე დრონით და რაკეტით შეუტიეს, უკრაინელებმა 111 დრონი და 8 რაკეტა ჩამოაგდეს
![]() ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი დანაყოფები სუმის ოლქში ოკუპანტს თანდათან უკან დახევას აიძულებენ, მადლობა თითოეულ ჩვენს სამხედროს ამ შედეგისთვის
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ნიკა გვარამია დააკავეს
დღის თემა
ოცნების რეჟიმის რეპრესიების და ტერორის ახალი ტალღა
მთავარი თემა
|