10:27 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-26 16:07:14, 418 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ბანკი“ Ads მენეჯერზე კვების ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის შეხვედრას გამართავს

“საქართველოს ბანკი“ აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ტექნოლოგიური პლატფორმების განვითარებას და საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას. ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი 29 ივლისს, კვების ობიექტების, კაფეებისა თუ რესტორნების წარმომადგენლებისთვის შეხვედრას გამართავს.

აღნიშნული ღონისძიება “საქართველოს ბანკის“  Ads მენეჯერის შესახებ ორგანიზებული შეხვედრების სერიის ნაწილია. პირველი ღონისძიება ახლახან სტუმარმასპინძლობის სექტორში დასაქმებულებისთვის შედგა.

ღონისძიებას “საქართველოს ბანკის“ ციფრული საბანკო ეკოსისტემების სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი კინწურაშვილი გაუძღვება და იგი შემდეგ საკითხებზე ისაუბრებს:

  • Ads მენეჯერის შესაძლებლობები;
  • როგორ შექმნათ ფასდაკლების, ქეშბექის ან, თუნდაც, PLUS ქულის შეთავაზება;
  • რომელია თქვენი ბიზნესისთვის ყველაზე რელევანტური სეგმენტი.

გარდა ამისა, შეხვედრის დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ, შეთავაზება ადგილზევე შექმნან.

ინფორმაციისთვის, Ads მენეჯერი რეგიონში უნიკალური ციფრული პლატფორმაა, რომელიც ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი შეთავაზება განათავსოს ისეთ არხებში, რომლებსაც 1 500 000-ზე მეტი აქტიური მომხმარებელი ყოველდღიურად იყენებს. ესენია “საქართველოს ბანკის“ მობილბანკი, sCoolApp და Offers.bog.ge.

პლატფორმის მეშვეობით შესაძლებელია ქეშბექის, ფასდაკლების ან ქულების შეთავაზებების შექმნა “საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებისთვის, ასევე ანალიტიკურ მონაცემებზე დაკვირვება და ბიზნესის პროგრესის შეფასება.

პლატფორმა მომხმარებელს შეთავაზების მიზნის, ტიპის, პირობებისა და შეზღუდვების არჩევის, ასევე გაშვებიდან - რეპორტინგამდე სრული პროცესის ციფრულად მართვის შესაძლებლობას აძლევს.

შეხვედრა თბილისში, ილია ჭავჭავაძის 29 ნომერში, SOLO ლაუნჯში, გაიმართება.

ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ “საქართველოს ბანკის“ ვებგვერდს.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კობახიძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე -ლიბერალური ფაშიზმის წამახალისებელი აქტი
კობახიძე - - მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს
ლარსზე, რუსეთსა და საქართველოს შორის მიმოსვლა უსაფრთხოების განგაშის გამო დროებით შეჩერდა
უკრაინამ რუსეთის რამდენიმე ქალაქის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რაკეტების მწარმოებელი და ოზონის საწყობები დაბომბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics