|
2024-07-26 15:05:18, 293 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი კალაძის მიერ „TV პირველთან“ სასამართლო დავის მოგებაზე - მნიშვნელოვანია, სამართლებრივი ბერკეტები გამოყენებული იყოს, როდესაც დეზინფორმაცია ვრცელდება
მნიშვნელოვანია სამართლებრივი ბერკეტები გამოყენებული იყოს, როდესაც დეზინფორმაცია ვრცელდება. ზოგადად თანამედროვე სამყაროში დეზინფორმაცია უფრო მჭრელი და ბოროტი იარაღი არის, ვიდრე შეიძლება სხვა ცხელი იარაღი და სამწუხაროდ ამას აქტიურად იყენებს ქართული ოპოზიცია და სამწუხაროდ ჩვენ ვხედავთ, რომ მედიის დიდი ნაწილი მათ შორის უცხოეთიდან ფინანსდება გაუმჭვირვალედ და ზუსტად ის ნაწილი მედიისა, რომელიც დეზინფორმაციის გავრცელებით არის ხოლმე დაკავებული, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კახა კალაძის მიერ „TV პირველთან“ სასამართლო დავის მოგებასთან დაკავშირებით განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, "თუკი ენჯეოები პატიოსანი იქნებიან საკუთარ თავთან, როდესაც ამ საქმეებში ჩაიხედებიან თავადაც აღიარებენ, რომ დეზინფორმაციასთან ჰქონდათ საქმე". "მეორეს მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ აი ასეთ მომენტებში და დარწმუნებული ვარ, მე ეს გადაწყვეტილება არ ვიცოდი, მაგრამ დარწმუნებული ვარ დღესვე დაიდება ენჯეო, რომელიმე კოალიციის განცხადება, რომ ეს არის კოორდინირებული სარჩელების პროცესი, ეგრეთ წოდებული „სლეპი“, როდესაც ხდება სარჩელების შეტანა. რაც არის ტყუილი და მე მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ ტყუილს, თითქოს სარჩელების შეტანა, თუნდაც კოორდინირებულად, როდესაც მაგალითად პარტია უზრუნველყოფს, იმას, რომ მისმა წევრებმა იურიდიულად გამართულად შეიტანონ სარჩელები დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს ეს არის რაიმე არადემოკრატიული ინსტრუმენტი. ატყუებენ ჩვეულებრივად მოქალაქეებს, რომლებიც არ ერკვევიან ამ საკითხებში, კერძოდ როდესაც საუბრობენ „სლეპზე“ ეს არის პროცესი, უცხოეთში მიღებული ერთ-ერთი ფორმაა, როდესაც ხდება მედიის, ასე ვთქვათ, დაბომბვა სარჩელებით, რომელსაც არ აქვს არანაირი პერსპექტივა, რომ მხარე მოიგებს ამ სარჩელს, ანუ აპრიორი თავიდანვე უპერსპექტივო სარჩელია, უბრალოდ ხდება სარჩელის შეტანა, იმისთვის, რომ მეორე მხარე, ამ შემთხვევაში მედია ან სხვა მხარე იძულებული იყოს გამოყოს ადვოკატი, გაიღოს რაღაც ხარჯები და ამით ფინანსური ტვირთი მიაყენოს. აი ეს არის „სლეპი“ და რასაც ჩვენთან გვაქვს საქმე, ჩვენ ვხედავთ, რომ არათუ პერსპექტივა არა აქვს, თუკი ეს ენჯეოები პატიოსანი იქნებიან საკუთარ თავთან, თავადაც ამ საქმეებში რომ ჩაიხედებიან აღიარებენ, რომ დეზინფორმაციასთან გვქონდა საქმე", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)