|
2024-07-26 11:37:11, 374 ნახვა
საზოგადოება
Euromoney: „საქართველოს ბანკი“ საუკეთესო კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბანკია საქართველოში
“საქართველოს ბანკი“, როგორც ერთ-ერთი წამყვანი კერძო ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ადამიანებს, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი. ამისათვის კი ბანკი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. აღნიშნულ ინიციატივებსა და მათ შედეგებზე დაყრდნობით კი, საერთაშორისო გამოცემა Euromoney-მ “საქართველოს ბანკი“ საუკეთესო კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში. “Euromoney უკვე 30 წელზე მეტია მსოფლიოში საუკეთესოთა შორის საუკეთესო ბანკების გამოვლენას ისახავს მიზნად. ყოველი აღიარება გულისხმობს ჟიურისთვის ნომინანტების მიერ აპლიკაციების წარდგენას, რაც შესაძლებლობას აძლევს თითოეულ ფინანსურ ინსტიტუტს, გაგვიზიარონ საკუთარი ისტორია, მიღწევები, ინოვაციები და შედეგები, რომლებიც ბოლო 12 თვის განმავლობაში განახორციელეს. გამარჯვებულების გამოსავლენად კი, ჩვენ ვიყენებთ ბაზრის კვლევის მეთოდს, ვაფასებთ მათ მიერ წარმოდგენილ განცხადებებს, ვატარებთ სიღრმისეულ ინტერვიუებს და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით ვასახელებთ გამარჯვებულებს“,- აღნიშნულია Euromoney-ს განცხადებაში. “საქართველოს ბანკში“ მიზნად ვისახავთ, ხელი შევუწყოთ ადამიანებს, გამოავლინონ და სრულად აითვისონ საკუთარი პოტენციალი. ამისათვის, 40-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს, რომელთა ბენეფიციართა რაოდენობა 120 000-ს აჭარბებს. ჩვენი ძირითადი ინიციატივები განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდისა და ახალგაზრდების პროფესიონალებად ჩამოყალიბების ხელშეწყობას ემსახურება. რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ “საქართველოს ბანკის“ სტიპენდიების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც გვყავს უკვე 20-მდე პარტნიორი უნივერსიტეტი და გამოვავლინეთ 160-ზე მეტი სტიპენდიატი; ამასთან, აქტიურად ვახორციელებთ “საქართველოს ბანკის“ იდეათეკების პროექტს, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს 10 რეგიონის 22 სკოლაში უკვე ფუნქციონირებს მულტიფუნქციური, თანამედროვე ინსტრუმენტებით აღჭურვილი საგანმანათლებლო სივრცე; სულ ახლახან კი დამატებით, მარტყოფში, საჯარო ბიბლიოთეკის შენობაში გავხსენით 23-ე იდეათეკა. ასევე, აქტიურად ვუწყობთ ხელს მოსწავლეების მომავლის პროფესიებით - STEM მეცნიერებით დაინტერესებას და ეს ჩვენ მიერ განხორციელებული ინიციატივების მხოლოდ ნაწილია. Euromoney-ს მიერ მონიჭებული აღიარება ჩვენი ძალისხმევის დაფასებაა. მინდა მივულოცო ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს ეს გამარჯვება. თუმცა, ჩვენ არ ვჩერდებით და მომავალში კიდევ არაერთ საინტერესო ინიციატივას შემოგთავაზებთ“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, “საქართველოს ბანკის“ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების (CSR) ხელმძღვანელი.
კობახიძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე -ლიბერალური ფაშიზმის წამახალისებელი აქტი
კობახიძე - - მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს
ლარსზე, რუსეთსა და საქართველოს შორის მიმოსვლა უსაფრთხოების განგაშის გამო დროებით შეჩერდა
უკრაინამ რუსეთის რამდენიმე ქალაქის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რაკეტების მწარმოებელი და ოზონის საწყობები დაბომბა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)