|
2024-07-25 14:46:02, 467 ნახვა
პოლიტიკა
ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტიდან“ ე.წ. აპარტამენტების კანონპროექტი გაიწვიეს
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტიდან უკან გაიწვიეს ე.წ. აპარტამენტების კანონპროექტი, რომელიც ითვალსიწინებდა ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონებში აპარტამენტების და აპარტჰოტელების მასობრივ მშენებლობას. ამის შესახებ ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს. როგორც მედია წერს, გადაწყვეტილება ე.წ. პარლამენტის დე ფაქტო თავმჯდომარემ, ლაშა აშუბამ ოფიციალურად უკვე გამოაცხადა. დოკუმენტი ოკუპირებული აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში 10 ათასამდე ბინის მშენებლობას ითვალისწინებდა. "აფხაზეთის რესპუბლიკის სახალხო კრების - პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, აფხაზეთის რესპუბლიკის სახალხო კრების თავმჯდომარემ, ლაშა აშუბამ ხელი მოაწერა დოკუმენტს ამ კანონპროექტის დაბრუნების თაობაზე იმ დეპუტატებისთვის, ვინც მისი ინიციატორი იყო. კანონპროექტი პარლამენტიდან ამოღებულია", - აცხადებენ ე.წ. საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახურში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)