03:51 - 08 Sep, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-25 13:54:52, 248 ნახვა

პოლიტიკა
„ხალხის ძალა“ - „გამჭვირვალობის კანონი“ აშშ-სა და ევროპისთვის საქართველოზე „შარის მოსადებად“ ამორჩეული მიზეზია

ამჟამად ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აშშ-სა და ევროპაში გაკეთებული კრიტიკული განცხადებები ძირითადად „გამჭვირვალობის კანონს“ შეეხება, თუმცა აქ კანონი არაფერ შუაშია. საზოგადოებისათვის კარგად არის ცნობილი, რომ საქართველომდე მსგავსი კანონი დასავლელი პარტნიორი ქვეყნების არაერთმა ხელისუფლებამ მიიღო, თუმცა არც ერთი კრიტიკული განცხადება არ მოგვისმენია, მაგალითად საფრანგეთის მიმართ, სადაც ბევრად უფრო მძიმე ფორმით ისჯება გარე ჩარევა და გაუმჭვირვალე ფინანსები, ვიდრე საქართველოში. უფრო მეტიც, იმ ქვეყნების უმეტესობა, სადაც გამჭვირვალობის კანონი მოქმედებს, სისხლის სამართლის კოდექსით ასამართლებს გარე აქტორებს, რომლებიც უხეშად და ანტისახელმწიფოებრივად ერევიან მათი ქვეყნის საქმეებსა და სუვერენიტეტში, განსხვავებით ქართული კანონისგან, სადაც ერთადერთი სანქცია ფინანსური ჯარიმაა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „გამჭვირვალობის კანონი“ აშშ-სა და ევროპისთვის საქართველოზე „შარის მოსადებად“ ამორჩეული მიზეზია და ეს უმარტივესად იშიფრება.

მათივე თქმით, „იქამდე, ვიდრე ეს კანონი დაინიცირდებოდა, მათ უკვე ჰქონდათ შერჩეული ორი თემა საქართველოზე ზეწოლის განსახორციელებლად - პირველი - ეგრეთწოდებული ვეტინგი და მათივე მოგონილი ვითომდა „კლანური მმართველობა“ სასამართლოში და მეორე - ცესკოს დისკრედიტაცია". 

„საზოგადოებას კარგად ახსოვს, თუ როგორი გაცხოველებული იერიში მიდიოდა ქვეყანაში ორ მნიშვნელოვან ინსტიტუციაზე, სასამართლოსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე. ისიც გასახსენებელია, რომ სრულიად უმიზეზოდ, ყოველგვარი ფაქტების გარეშე დაასანქცირეს ქართველი მოსამართლეები, ხოლო შემდეგ ყოფილმა ელჩმა კელი დეგნანმა ცინიკურად გვითხრა, ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთეთ და ახლა მიზეზები და მოსამართლეთა დანაშაული თქვენ თავად გამოიძიეთო. რადიკალური ოპოზიცია და მათი ტელევიზიები თავიანთ პატრონებთან სრულ უნისონში მოქმედებდნენ და ყოველ დღე, გაუჩერებლად ატრიალებდნენ სასამართლოს თითქოსდა კორუმპირებულობის თემას, რასაც ბოლოს „ვეტინგის“, ანუ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების მოთხოვნა დაემატა. ესეც არის კიდე ერთი აბსურდული და მოგონილი საკითხი ჩვენი ქვეყნის და მისი ხელისუფლების მიმართ ზეწოლის განსახორციელებლად. ამიტომ, ნურავინ იფიქრებს, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ აშფოთებთ მათ, ვინც დღეს ჩვენ ქვეყანას ლანძღავს, არ იყო გამჭვირვალობის კანონი, მაგრამ იყო სასამართლოს და ცესკოს თემა, უბრალოდ ქართული საზოგადოებისათვის იმდენად უმნიშვნელო და დაუსაბუთებელი გამოდგა მათი მცდელობა, ამ ორი საკითხით ქვეყანაში სიტუაცია აერიათ, რომ შემდეგ კანონზე გადაერთნენ, მაგრამ აქაც სრული კოლაფსი განიცადეს, რამეთუ ქართველი ხალხი დარწმუნდა, რომ ქვეყანამ არათუ რუსულ კანონი, არამედ ჰაერივით საჭირო ქართული კანონი მიიღო“, – ნათქვამია განცხადებაში.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი ულტრამემარჯვენე გერტ ვილდერსს შეხვდა, რომელიც უკრაინის სამხედრო დახმარების წინააღმდეგი იყო
მედია - ყირგიზეთმა მოძრაობა „თალიბანი“ ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღო
Reuters - ვიეტნამში ტაიფუნ „იაგის“ შედეგად დაიღუპა 4 და დაშავდა, სულ მცირე, 78 ადამიანი
ჯანდაცვის მინისტრი, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics