03:56 - 08 Sep, 2024
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-25 13:40:32, 475 ნახვა

პოლიტიკა
„ხალხის ძალა“ - სანამ აშშ-დან და EU-დან საქართველოს მიმართ კრიტიკის ნიაღვარი მომდინარეობს, ნიშნავს, რომ ომის საფრთხე არსად წასულა

იქამდე, სანამ ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროკავშირიდან საქართველოს მიმართ სრულიად დაუსაბუთებელი კრიტიკის ნიაღვარი მომდინარეობს და ანტაგონისტური დამოკიდებულება გრძელდება, ეს ნიშნავს, რომ ომის საფრთხე არსად წასულა და ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ,- ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელსაც ანტიდასავლური პოლიტიკური გაერთიანება "ხალხის ძალა" ავრცელებს.

როგორც "ხალხის ძალის" წერილშია აღნიშნული, "რაც უფრო გაძლიერდება და გამწვავდება ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ, ეს იმას ნიშნავს, რომ მით უფრო დიდია ინტერესი ჩვენ ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნის".

"მეორე დღეა, პოლიტიკური განხილვის საგანია ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში გამართული მოსმენა საქართველოს შესახებ. აქამდე შეგნებულად არ გვქონდა რეაგირება იმ უსამართლო ბრალდებებზე, რაც მრავლად ისმოდა წარმომადგენელთა პალატაში ჩვენი ქვეყნის და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, რამეთუ ვაკვირდებოდით ადგილობრივი აგენტურისა და მათ მიერ კონტროლირებადი მედიის რეაქციას. ოპონენტებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, დეტალურად დაიწყეს განხილვა ცალკეული გამოსვლების და ცდილობენ, საზოგადოება ჩაითრიონ კონკრეტული ბრალდებების ანალიზში, რაც თავისთავად თემაში არასწორად შესვლას და მათ წისქვილზე წყლის დასხმას ნიშნავს.

არ ვაპირებთ ვახსენოთ რომელიმე პოლიტიკოსი ან შევაფასოთ კონგრესში გაკეთებული რომელიმე კონკრეტული განცხადება, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად ყველა ბრალდება არის ტყუილი და ამის დასაბუთება მარტივად შეგვიძლია. საქართველოზე მიტანილი მორიგი იერიში მარტივად, საერთო პოლიტიკურ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. 

საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ ჩვენმა ქვეყანამ და განსაკუთრებით ხელისუფლებამ უმძიმესი ორი წელი გაიარა. ომის დაწყების და მეორე ფრონტის გახსნის მოწოდებებმა, საჯარო ზეწოლამ და კულისებს მიღმა კიდევ უფრო მძიმე საუბრებმა და მუქარებმა ბოლოს იმდენად მასობრივი ხასიათი მიიღო, რომ დაწყებული უცხოელი მაღალი თანამდებობის პირებიდან, დამთავრებული ელჩების თანაშემწეებით, ყველა დაჟინებით ითხოვდა მეორე ფრონტის გახსნას. დღეს ბევრი ფიქრობს, რომ ეს კრიზისი გადავაგორეთ და ქვეყანა სამშვიდობოს არის გასული, მაგრამ სამწუხაროდ, რეალობა სულ სხვაგვარია. აშშ-ს კონგრესში გამართული მოსმენა სწორედ ამის დასტურია - იქამდე, სანამ გაგრძელდება ზეწოლა ხელისუფლებაზე, სანამ მაღალი ტრიბუნიდან კვლავ მოვისმენთ სიცრუესა და აბსურდზე დაფუძნებულ ბრალდებებს, ომის საშიშროება არსად გამქრალა. არაფერი, გარდა ერთი მიზნისა, საქართველოს დაუმსახურებელ კრიტიკას არ აქვს - ეს ერთადერთი მიზანია, საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლება, სათავეში მოვიდეს ყველა დავალებაზე ხელის მომწერი აგენტურა და შეასრულოს მთავარი დავალება - ქვეყანა გახვიოს ომის ქარცეცხლში. 

ამჟამად ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აშშ-სა და ევროპაში გაკეთებული კრიტიკული განცხადებები ძირითადად "გამჭვირვალობის კანონს“ შეეხება, თუმცა აქ კანონი არაფერ შუაშია. საზოგადოებისათვის კარგად არის ცნობილი, რომ საქართველომდე მსგავსი კანონი დასავლელი პარტნიორი ქვეყნების არაერთმა ხელისუფლებამ მიიღო, თუმცა არც ერთი კრიტიკული განცხადება არ მოგვისმენია, მაგალითად საფრანგეთის მიმართ, სადაც ბევრად უფრო მძიმე ფორმით ისჯება გარე ჩარევა და გაუმჭვირვალე ფინანსები, ვიდრე საქართველოში. უფრო მეტიც, იმ ქვეყნების უმეტესობა, სადაც გამჭვირვალობის კანონი მოქმედებს, სისხლის სამართლის კოდექსით ასამართლებს გარე აქტორებს, რომლებიც უხეშად და ანტისახელმწიფოებრივად ერევიან მათი ქვეყნის საქმეებსა და სუვერენიტეტში, განსხვავებით ქართული კანონისგან, სადაც ერთადერთი სანქცია ფინანსური ჯარიმაა.

"გამჭვირვალობის კანონი“ რომ მათთვის საქართველოზე "შარის მოსადებად“ ამორჩეული მიზეზია, ეს უმარტივესად იშიფრება. იქამდე, ვიდრე ეს კანონი დაინიცირდებოდა, მათ უკვე ჰქონდათ შერჩეული ორი თემა საქართველოზე ზეწოლის განსახორციელებლად. პირველი - ე.წ. ვეტინგი და მათივე მოგონილი ვითომდა "კლანური მმართველობა“ სასამართლოში და მეორე - ცესკოს დისკრედიტაცია. 

საზოგადოებას კარგად ახსოვს, თუ როგორი გაცხოველებული იერიში მიდიოდა ქვეყანაში ორ მნიშვნელოვან ინსტიტუციაზე, სასამართლოსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე. ისიც გასახსენებელია, რომ სრულიად უმიზეზოდ, ყოველგვარი ფაქტების გარეშე დაასანქცირეს ქართველი მოსამართლეები, ხოლო შემდეგ ყოფილმა ელჩმა კელი დეგნანმა ცინიკურად გვითხრა, ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთეთ და ახლა მიზეზები და მოსამართლეთა დანაშაული თქვენ თავად გამოიძიეთო. რადიკალური ოპოზიცია და მათი ტელევიზიები თავიანთ პატრონებთან სრულ უნისონში მოქმედებდნენ და ყოველდღე, გაუჩერებლად ატრიალებდნენ სასამართლოს თითქოსდა კორუმპირებულობის თემას, რასაც ბოლოს "ვეტინგის“, ანუ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების მოთხოვნა დაემატა. ესეც არის კიდევ ერთი აბსურდული და მოგონილი საკითხი ჩვენი ქვეყნის და მისი ხელისუფლების მიმართ ზეწოლის განსახორციელებლად. ამიტომ, ნურავინ იფიქრებს, რომ „გამჭვირვალობის კანონი“ აშფოთებთ მათ, ვინც დღეს ჩვენ ქვეყანას ლანძღავს. არ იყო გამჭვირვალობის კანონი, მაგრამ იყო სასამართლოს და ცესკოს თემა, უბრალოდ ქართული საზოგადოებისათვის იმდენად უმნიშვნელო და დაუსაბუთებელი გამოდგა მათი მცდელობა, ამ ორი საკითხით ქვეყანაში სიტუაცია აერიათ, რომ შემდეგ კანონზე გადაერთნენ, მაგრამ აქაც სრული კოლაფსი განიცადეს, რამეთუ ქართველი ხალხი დარწმუნდა, რომ ქვეყანამ არათუ რუსულ კანონი, არამედ ჰაერივით საჭირო ქართული კანონი მიიღო. 

კიდევ ერთხელ მკაფიოდ გვინდა გავიმეოროთ - იქამდე, სანამ ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროკავშირიდან საქართველოს მიმართ სრულიად დაუსაბუთებელი კრიტიკის ნიაღვარი მომდინარეობს და ანტაგონისტური დამოკიდებულება გრძელდება, ეს ნიშნავს, რომ ომის საფრთხე არსად წასულა და ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ. რაც უფრო გაძლიერდება და გამწვავდება ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ, ეს იმას ნიშნავს, რომ მით უფრო დიდია ინტერესი ჩვენ ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნის. ეს არის მარტივი ჭეშმარიტება და ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ეს უკიდურესად სახიფათო რისკები სრულად აქვს გაცნობიერებული. როგორც კი ომი დასრულდება და გეოპოლიტიკური სიტუაცია გადალაგდება, საქართველოს მიმართ დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვლება. როდესაც ჩვენს სამშობლოში მეორე ფრონტის გახსნის ინტერესი გაქრება, პარტნიორები ისევ ჩვეულ რიტორიკას დაუბრუნდებიან და ურთიერთობები აუცილებლად გადაიტვირთება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო, მისი უნიკალური მდებარეობიდან გამომდინარე ზუსტად ისევე სჭირდება ამერიკას და ევროკავშირს, როგორც საქართველოს სჭირდება ამერიკა და ევროკავშირი, თუმცა, სანამ არ დაიწყება ურთიერთობების გადატვირთვა და გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების უსაფუძვლო კრიტიკა, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ომის საფრთხე კვლავ რეალურია!“ - ნათქვამია წერილში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი ულტრამემარჯვენე გერტ ვილდერსს შეხვდა, რომელიც უკრაინის სამხედრო დახმარების წინააღმდეგი იყო
მედია - ყირგიზეთმა მოძრაობა „თალიბანი“ ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღო
Reuters - ვიეტნამში ტაიფუნ „იაგის“ შედეგად დაიღუპა 4 და დაშავდა, სულ მცირე, 78 ადამიანი
ჯანდაცვის მინისტრი, აკადემიკოს ფრიდონ თოდუას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics