|
2024-07-24 10:44:55, 401 ნახვა
საზოგადოება
საირიგაციო სისტემების პროექტირების კუთხით, კორეულ კომპანიასთან, 12 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, მსოფლიო ბანკის პროექტის "საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობა, ირიგაცია და მიწა“ ფარგლებში, სამხრეთ კორეულ კომპანიასთან "იოშინ საინჟინრო კორპორაცია", საირიგაციო სისტემების პროექტირების მიმართულებით, 2 საერთაშორისო ხელშეკრულება გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ხელშეკრულებებს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ და კომპანიის "იოშინ საინჟინრო კორპორაცია" ვიცე პრეზიდენტმა, კიმ ჩონ ჰუანმა მოაწერეს ხელი. თენგიზ ნასარიძის განცხადებით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 27 ათას ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისთვის გაუმჯობესდება წყალმომარაგების უზრუნველყოფა და მოწესრიგდება სადრენაჟე ინფრასტრუქტურა. "ცნობილ სამხრეთ კორეულ კომპანიასთან, რომელსაც საირიგაციო დანიშნულების სამშენებლო სამუშაოების დაპროექტებასა და ზედამხედველობაში უდიდესი გამოცდილება აქვს, გაფორმდა კონტრაქტი. ვფიქრობ, დაახლოებით 5-6 წელიწადში, ჩვენი ქვეყნის საირიგაციო სისტემა თვისობრივად სხვა დონეზე ავა. ჩვენ მივიღებთ მოდერნიზებულ, წყალდამზოგ და კლიმატგონივრულ სისტემებს, რომელთა გამოყენებაც ხელს შეუწყობს ჩვენს ფერმერებს; ეს მნიშვნელოვანი იმპულსი იქნება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის კიდევ უფრო წარმატებულად წარმოებისთვის", - აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ. ხელშეკრულებები ტაშისკარის, ტირიფონის ზედა არხის, ზემო ალაზნის საირიგაციო სისტემების, შავღელეს მასივის სადრენაჟე სისტემის და ნარეკავის წყალსაცავის დეტალურ საინჟინრო პროექტის/დიზაინის მომზადებასა და სარეაბილიტაციო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობას მოიცავს. ორივე ხელშეკრულების საერთო ღირებულება 11 936 845 აშშ დოლარს შეადგენს. კიმ ჩონ ჰუანის განცხადებით, ირიგაციის პროექტირების მიმართულებით, მათ დიდი გამოცდილება აქვთ და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, კიდევ ერთ წარმატებულ პროექტს განახორციელებენ. "იოშინ საინჟინრო კორპორაცია“ (Yooshin Engineering Corporation) მსოფლიოში ერთ-ერთ მსხვილ საკონსულტაციო კომპანიას წარმოადგენს. ის, 1966 წლიდან, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ოპერირებს. კომპანიას განსაკუთრებით დიდი გამოცდილება წყალსაცავების და საირიგაციო სისტემების პროექტირებაში აქვს.
სუს-მა ტერორისტულ ორგანიზაცია ისლამურ სახელმწიფოში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა
„ივრის ფერმებში“ მოსავლის აღების დროა - ბაზისბანკი საქართველოში ნუშის კულტურის დანერგვის მხარდამჭერია
CNN: დიმიტრიევმა ნიუ-იორკში ვიტკოფთან და კუშნერთან მოლაპარაკებები გამართა
კობახიძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე -ლიბერალური ფაშიზმის წამახალისებელი აქტი
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)