|
2024-07-23 14:23:47, 360 ნახვა
პოლიტიკა
ჩაკვეტაძე ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების მიმართ შესაძლო ტერორისტულ აქტზე - მივმართავ რადიკალურ ჯგუფებს, რაიმე არ გაბედოთ, თორემ საზოგადოების რისხვას მიიღებთ
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე ტერორიზმისა და სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე მიმდინარე გამოძიებას ეხმიანება. როგორც ჩაკვეტაძე აღნიშნავს, სავარაუდო ფიგურანტები ერთი კვირა მალავდნენ, რომ საქმე ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების მუხლებით მიმდინარეობდა. „მივმართავ რადიკალურ ჯგუფებს, რაიმე არ გაბედოთ, თორემ ქართული საზოგადოების რისხვას მიიღებთ! სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების მუხლებით გამოძიებას აწარმოებს. მიმდინარეობს გამოკითხვები. სავარაუდო ფიგურანტები, ჟურნალისტებთან კომენტარებში ერთი კვირა მალავდნენ, რომ საქმე ამ მუხლებით მიმდინარეობდა. გუშინ კი, ან წამოსცდათ, ან აღიარეს, რომ საქმე ეხება ტერორისტული აქტის მომზადებას ქართული ოცნების ლიდერებისა და პარტიის საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიმართ. აქ ჩნდება მთავარი კითხვა: რატომ მალავდნენ გამოკითხული პირები, მათი ადვოკატები და ოპოზიციური მედია ამ გარემოებას? ის, რომ კოლექტიური ნაც. მოძრაობის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა, ეს ფაქტია. ყველაფერზე რომ არიან წამსვლელი, არც ამაში გვეპარება ეჭვი. დარწმუნებული ვარ, საგამოძიებო უწყება გამოძიებას ბოლომდე მიიყვანს და საზოგადოებისთვის ეს შეთქმულება ნათელი გახდება!“-წერს გიორგი ჩაკვეტაძე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)