|
2024-07-22 12:12:03, 463 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ტრამპი თუ გაიმარჯვებს, ომი უფრო მალე დასრულდება - დამშვიდდება რეგიონი, რაც ჩვენს მიმართ დამოკიდებულებას შეცვლის
ტრამპი თუ გაიმარჯვებს არჩევნებში, უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება და შესაბამისად, უფრო მალე დამშვიდდება ჩვენი რეგიონი, რაც შეცვლის დამოკიდებულებას კონრკეტულად საქართველოს მიმართაც,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამერიკელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება აშშ-ის პრეზიდენტი. „ჩვენ რა თქმა უნდა, ვერავის არჩევნებში ვერ ჩავერევით, მით უმეტეს ამხელა ქვეყნის - ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში, ეს არ არის ჩვენი საქმე. ერთადერთი რაც შეიძლება ითქვას, ტრამპი თუ გაიმარჯვებს არჩევნებში, უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება და შესაბამისად, უფრო მალე დამშვიდდება ჩვენი რეგიონი, რაც შეცვლის დამოკიდებულებას კონკრეტულად საქართველოს მიმართაც. თუ იქნება რეგიონში მშვიდობა, საქართველოს მიმართაც დამოკიდებულება შეიცვლება, ეს არის ერთადერთი რაც შეიძლება, ითქვას ამასთან დაკავშირებით, დანარჩენი არის ამერიკელი ხალხის არჩევანი, ამერიკელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება აშშ-ის პრეზიდენტი,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)