2024-07-22 11:43:42, 248 ნახვა
საზოგადოება
მოსამართლეებთან საარჩევნო საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს უზენაესი, სააპელაციო, საქალაქო და რაიონული სასამართლოების ადმინისტრაციული საქმეების განმხილველ მოსამართლეებთან საარჩევნო საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, ღონისძიება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე დიმიტრი გვრიტიშვილმა, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სამდივნოს საპარლამენტო და საარჩევნო თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა, ლირი კოპაჩი-დი-მიკელემ და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა რენატა ლევოვსკიმ გახსნეს. "კენჭისყრის პროცესში საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების პროცესის შესახებ შეხვედრის მონაწილეებს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ესაუბრა. მან მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ყველა იმ აქტივობაზე, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნების ადმინისტრირების მიზნით ახორციელებს. მათ შორის, საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ტექნოლოგიებზე მორგებული შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა, ადამიანური რესურსის გაძლიერება, ინფორმირების უპრეცედენტო კამპანია, ეტაპობრივად ჩატარებული 8 საპილოტე არჩევნები და მისი შედეგები, ელექტრონული არჩევნების სამართლებრივი მოწესრიგების საკითხები და ა.შ. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე და ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით ცესკოს მიერ მიღებული აქტებზეც იმსჯელეს. ამ საკითხთან დაკავშირებით მონაწილეებს ინფორმაცია ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა მიაწოდა. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე მოსამართლეებს საარჩევნო ელექტრონული საშუალებების შესაბამისობის აუდიტის შედეგებთან დაკავშირებით ესაუბრა. საკუთარ პრეზენტაციაში მან აღნიშნა, რომ საერთაშორისო აუდიტორული კომპანია „Pro V&V“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით ელექტრონული აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა, საერთაშორისო სტანდარტებთან, საქართველოს კანონმდებლობასთან და ტექნიკურ სპეციფიკაციებთან შესაბამისობაშია. ელექტრონული აპარატები მუშაობს გამართულად, უსაფრთხოდ და ზუსტად. გაიმართა საარჩევნო ელექტრონული აპარატურის დემონსტრირებაც და მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პრაქტიკაში ენახათ მათი მუშაობა. შეხვედრის ფარგლებში ევროპის საბჭოს ექსპერტმა დმიტრო ტრეტიაკოვმა მონაწილეებს საარჩევნო დავებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა გააცნო, მათ შორის საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენების ჭრილში. ხოლო IFES-ის მთავარმა მრჩეველმა სამართლებრივ და მართლმსაჯულების საკითხებზე ტიფეინ რობლომ საარჩევნო დავებთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკა მიმოიხილა. ორდღიან სამუშაო შეხვედრას, რომელიც ქ. ბათუმში 20-21 ივლისს გაიმართა, მოდერაციას უწევდნენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სამდივნოს, საპარლამენტო და საარჩევნო თანამშრომლობის განყოფილების პროექტის უფროსი ოფიცერი მაია ჯორჯიკია, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორის მოადგილე დავით ღონღაძე და ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი. საარჩევნო დავები მნიშვნელოვან როლს ასრულებს არჩევნების მთლიანობაში, შესაბამისად მნიშვნელოვანია სასამართლო კორპუსისთვის საარჩევნო საკითხებთან და სიახლეებთან, ასევე მარეგულირებელ საკანონმდებლო ჩარჩოსთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება. სწორედ ამიტომ, ამ ტიპის სამუშაო შეხვედრებმა ბოლო წლებში პერმანენტული ხასიათი მიიღო და ყველა არჩევნების წინ იმართება. სამუშაო შეხვედრა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა (IFES) და ევროპის საბჭოს (CoE) მხარდაჭერით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან თანამშრომლობით განხორციელდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), კახა კალაძე „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.
ირაკლი კობახიძე სამცხე-ჯავახეთში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ახალციხეში, საარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა
ივანიშვილი - კონსტიტუციაში მართლმადიდებელი ეკლესიის როლის გამოკვეთით, არცერთი რელიგიური კონფესიის მნიშვნელობა არ დაკნინდება
|
ომი უკრაინაში უკრაინის საჰაერო ძალები - რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 23 „შაჰიდიდან“ 15 ჩამოვაგდეთ
რუსეთმა გასულ ღამეს სუმის ოლქი დაბომბა - არის მსხვერპლი
ზელენსკი ულტრამემარჯვენე გერტ ვილდერსს შეხვდა, რომელიც უკრაინის სამხედრო დახმარების წინააღმდეგი იყო
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ჰელსინკის კომისია - ოპოზიციის შევიწროებისთვის „ოცნება“ თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა
მთავარი თემა
|