|
2024-07-19 14:27:38, 456 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა ტრამპზე - მას ძალიან მკაცრი პოლიტიკა ექნება რუსეთის წინააღმდეგ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსათვის
დონალდ ტრამპმა თავის სიტყვაში საქართველოზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ როგორ შემოიჭრა პუტინი ჩვენს ტერიტორიაზე 2008 წელს და ხაზი გაუსვა იმას, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში, მას ძალიან მკაცრი პოლიტიკა ექნება რუსეთის წინააღმდეგ,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისი თქმით, ტრამპის აღნიშნული პოზიცია საქართველოსთვის "ძალიან მნიშვნელოვანია". “დღეს აქ, "რესპუბლიკური პარტიის" კონგრესზე დონალდ ტრამპი ოფიციალურად წარადგინეს, როგორც "რესპუბლიკური პარტიის" კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე. მან თავის სიტყვაში საქართველოზეც ისაუბრა და აღნიშნა, როგორ შემოიჭრა პუტინი ჩვენს ტერიტორიაზე 2008 წელს. ტრამპმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში, მას ძალიან მკაცრი პოლიტიკა ექნება რუსეთის წინააღმდეგ. ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ვამაყობ, რომ საქართველოს სახელით ჩვენ შეგვეძლო, რომ ვყოფილიყავით აქ და ორი დღის განმავლობაში უამრავი მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩაგვეტარებინა "რესპუბლიკელ" ლიდერშიფთან“,- აღნიშნა ბოკუჩავამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)