|
2024-07-19 12:49:09, 534 ნახვა
საზოგადოება
საჯარო და კერძო ექსტენციის თანამშრომლობის შესახებ ფორუმი გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ (VET) პროექტის მესამე ფაზის ფარგლებში სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ ორგანიზებული ფორუმი „საჯარო და კერძო ექსტენციის თანამშრომელობა“ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის განვითარებისთვის სახელმწიფო არაერთი მიმართულებით აქტიურად მუშაობს. "აღნიშნული კომპონენტი, ფაქტობრივად, ყველა სახელმწიფო პროგრამაში გათვალისწინებულია და ნებისმიერი ფერმერისთვის, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის და რაოდენობის პროდუქტს აწარმოებს, საექსტენციო სერვისი ხელმისაწვდომია. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განხორციელდეს ისეთი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენი ფერმერების კონკურენტუნარიანობას და როგორც წარმოებული პროდუქციის ხარისხის, ისე რაოდენობის ზრდას. აღნიშნული დინამიკური პროცესის ადეკვატური უნდა იყოს პროფესიული განვითარების სისტემაც, რომელიც უპასუხებს ფერმერის საჭიროებებს და საექსტენციო სერვისებიც მათი შესაბამისი იქნება", - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა. მათივე ინფორმაციით, ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, დავით წითლიძემ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელმა, ელენე ცხაკაიამ. VET პროგრამის მიმდინარეობის შესახებ პრეზენტაცია სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ წარადგინა. ფორუმს ესწრებოდა აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა, სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე ზურაბ ლიპარტია, სოფლის განვითარების სააგენტოს პარტნიორი დონორი ორგანიზაციების, პროფესიული სასწავლებლების, საჯარო და კერძო ექსტენციის წარმომადგენლები და სტუდენტები. ღონისძიება გაიმართა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ (VET) პროგრამის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარების ფონდის (SDC) მხარდაჭერით. აღსანიშნავია, რომ მცირე ფერმერებისთვის საექსტენციო მომსახურების მიწოდების გაუმჯობესების მიზნით, VET პროგრამის ფარგლებში მომზადდა ანალიტიკური დოკუმენტები. კერძო და საჯარო უწყებების ექსტენციონისტებმა და სტუდენტებმა, სამუშაო ჯგუფების ფორმატში, განიხილეს ყველაზე მოთხოვნადი აგრო-საექსტენციო სერვისების, აგრარული მიმართულებით სასწავლო პროგრამების და პროფესიული განათლების სექტორის საჭიროებათა კვლევების საკითხები და შეიმუშავეს რეკომენდაციები.
SpaceX-ის, Apple-ისა და Nvidia-ს ხელმძღვანელები ტრამპსა და სი ძინპინს ვახშამზე შეუერთდნენ
პოლიციამ მკვლელობის მომზადებისა და ე.წ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 3 პირი დააკავა, ხოლო ე.წ კანონიერ ქურდს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება
თიბისი ბათუმში ბრიტანული დღეების პარტნიორია
თეონა აქუბარდია - გაეროში კობახიძის გამოსვლა აჩვენებს, რომ საგარეო-პოლიტიკურ ენაში ევროინტეგრაცია და ოკუპაციის დასრულების დღის წესრიგი უკანა პლანზე გადადის
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)