|
2024-07-18 16:44:16, 559 ნახვა
პოლიტიკა
გახარია ხაზარაძეზე - კითხვები ჩემთან შეიძლება ადრეც ჰქონდა და ითმენდა - კიდევ რამდენიმე წელი მოითმენს, პრობლემა არ არის
კითხვები ხაზარაძეს ჩემთან შეიძლება ადრეც ჰქონდა და ითმენდა როგორღაც და კიდევ რამდენიმე წელი მოითმენს, არანაირი პრობლემა არ არის,- ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ "ლელოს" ლიდერზე, მამუკა ხაზარაძეზე საუბრისას განაცხადა. გახარიას თქმით, თავად არც ხაზარაძესთან და არც "ლელოსთან" კითხვები არ აქვს. "მე არანაირი კითხვები მამუკა ხაზარაძესთან არ მაქვს და არც "ლელოსთან". ჩვენ ჩვენი გეგმით "ლელოსთან" მიმართებაში კარგად მივდივართ და უაღრესად კმაყოფილი ვარ იმით, ახლა რა კონდიციაშიც არის და რაც ხდება, ეს ძალიან მომწონს. იმედი მაქვს, რომ კიდევ ერთხელ, როგორც რამდენიმეჯერ არ გააფუჭებენ. კითხვები არც მქონია და არც მაქვს. მამუკას მე რა ვუყო, ჰქონდეს ეს კითხვები. კითხვები ხაზარაძეს ჩემთან შეიძლება ადრეც ჰქონდა და ითმენდა როგორღაც და კიდევ რამდენიმე წელი მოითმენს, არანაირი პრობლემა არ არის. პარტიამ "საქართველოსთვის" უკვე განაცხადა და კიდევ ერთხელ განაცხადებს, ეს ჩვენ არ გვითქვამს გუშინ, ეს არის ჩვენი წელიწად-ნახევარზე დიდხნიანი პოზიცია, რომ ჩვენთვის წითელი ხაზია "ნაცმოძრაობა" და წითელი ხაზია "ოცნება". ეს პასუხი ყველასთვის ცნობილია, საზოგადოებისთვისაც ცნობილია, უკვე დიდი ხანია. აქ არაფერი სიახლე არ არის",- აცხადებს გახარია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)