|
2024-07-18 14:00:31, 495 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - პატიოსნება და პროფესიონალიზმი არის მთავარი კრიტერიუმები, რითაც გიორგი გაბიტაშვილი შეირჩა
გიორგი გაბიტაშვილი ჩვენთვის, არავისთვის უცხო არ არის, იმიტომ, რომ დიდი ხანია, პროკურატურაში მუშაობს, ბევრი წელია მუშაობს და მისი პროფესიონალიზმის შესახებ დღეს არ გაუგია იმ წრეს, განსაკუთრებით იურისტებისას, ვინც რამე სახის შეხებაში მაინც იყო,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოს ახალ გენერალურ პროკურორთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მდინარაძე აღნიშნავს, პატიოსნება და პროფესიონალიზმია ის მთავარი კრიტერიუმები, რითაც გაბიტაშვილი აღნიშნულ პოსტზე შეირჩა. "მისი შერჩევის კრიტერიუმი, ბუნებრივია, არის პროფესიონალიზმი, პატიოსნება. სხვათაშორის, ამას მე ხაზს უსვამ და შემთხვევით არა - პატიოსნება და პროფესიონალიზმი არის მთავარი კრიტერიუმები, რითაც შეირჩა და გულწრფელად მოხარული ვარ, რომ საპროკურორო საბჭომ მისი კანდიდატურა წარმოადგინა, იმიტომ, რომ ჩვენ აღარ გაგვჭირვებია შემდეგ გადაწყვეტილების მიღება. აქედან გამომდინარე, მე მას ვუსურვებ წარმატებას და დარწმუნებული ვარ, იქნება კარგი გენერალური პროკურორი",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ცნობისთვის, გიორგი გაბიტაშვილი პარლამენტმა საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე 80 ხმით დაამტკიცა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)