|
2024-07-16 20:58:24, 391 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - მმართველი პარტია ახალ ოფისს ხსნის და ამავდროულად წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს
დღეს აქ საპატიო მიზეზით შევიკრიბეთ და ჩემთვის დიდი პატივია, როგორც "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, დღევანდელი ღონისძიება გახსნილად გამოვაცხადო, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე განაცხადა. ღარიბაშვილის თქმით, "ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" ქართველ ხალხს მოკლე დროში მოუტანა თავისუფლება, მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და კანდიდატის სტატუსი და რაც მთავარია, ერთადერთი უწყვეტი მშვიდობიანი მმართველობის პერიოდი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან". "დღეს მმართველი პარტია ახალ ოფისს ხსნის და ამავდროულად, ოფიციალურად იწყებს წინასაარჩევნო კამპანიას. კამპანიას, რომელიც ჩვენი ბრძენი, ამაყი და ღირსეული ქართველი ხალხის ნებით, 2024 წლის 26 ოქტომბერს, ქართული ოცნების ძლიერი გამარჯვებით დასრულდება! სიმბოლურია, რომ დღეს, წინასაარჩევნო კამპანიის გახსნისას, ჩვენს გვერდით არის ადამიანი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, უნდა ვთქვათ პირდაპირ, გადამწყვეტი როლი და ისტორიული მისია შეასრულა, როდესაც ყველაზე რთულ დროს, სრული უიმედობისა და უპერსპექტივობის ჟამს, დიქტატურისა და ხალხის მჩაგვრელი რეჟიმის პირობებში, ერთ ძლიერ გუნდად, საერთო მიზნისთვის გაგვაერთიანა და 2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველო გადაარჩინა! სულ ერთი წუთით გავიხსენოთ 2012 წლის საქართველო, ხალხი შიშის და რეპრესიების ქვეშ ცხოვრობდა, ადამიანებს კლავდნენ ქუჩაში თუ ციხეებში, ხდებოდა სისტემური დანაშაულები, პატიმრების არაადამიანური მოპყრობა, წამება, გაუპატიურება, კერძო საკუთრების წართმევა, ბიზნესის რეკეტი, არ არსებობდა თავისუფალი მედია. ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ სწორედ ასეთ ვითარებაში მყოფი ქვეყანა ჩაიბარა და სულ რაღაც მოკლე დროში ჩვენს ხალხს მოუტანა თავისუფლება, მშვიდობა, ეკონომიკური განვითარება, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და კანდიდატის სტატუსი და რაც მთავარია, ერთადერთი უწყვეტი მშვიდობიანი მმართველობის პერიოდი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან! მადლობა ღმერთს ამ 12 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში არ ყოფილა ომი და ქვეყანას არ დაუკარგავს ტერიტორიები", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)