|
2024-07-15 13:13:37, 485 ნახვა
პოლიტიკა
მიქანაძე - 474 ორგანიზაციიდან 241 ორგანიზაციას, ანუ 51%-ს ვებგვერდი არ გააჩნია - შესაბამისად, გამჭვირვალობის კომპონენტი ფიზიკურად ვერ იქნება
474 ორგანიზაციიდან 241 ორგანიზაციას, ანუ 51%-ს ვებგვერდი არ გააჩნია. შესაბამისად, გამჭვირვალობის კომპონენტი ფიზიკურად ვერ იქნება დაცული და ინფორმაციის მოძიება, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გივი მიქანაძემ განაცხადა. მიქანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე "ქართული ოცნების" მიერ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების გამჭვირვალობის საკითხთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის შედეგები წარადგინა და თქვა, რომ შედეგები ცხადყოფს, რომ "გამჭვირვალობის კანონის" მიღება ქართული საზოგადოებისთვის აუცილებელი იყო. "ერთი-ერთი კომპონენტი ეს არის - რამდენ ორგანიზაციას აქვს მითითებული ინფორმაცია დონორების შესახებ - ჩვენ ვხედავთ, რომ 62%-ს ანუ 474-დან 296 ორგანიზაციას არ აქვს მითითებული ინფორმაცია თუ რომელი დონორისგან მიიღო კონკრეტული დაფინანსება. მესამე კრიტერიუმი/კომპონენტი ეს არის: რამდენ ორგანიზაციას აქვს მითითებული პროექტების დასახელება - აქ იგულისხმება როგორც განხორციელებული, ასევე მიმდინარე პროექტები და ჩვენ ვხედავთ, რომ 68%-ს, 474-დან 320 ორგანიზაციას არ აქვს მითითებული პროექტების დასახელება. კიდევ უფრო რთული მდგომარეობა გვაქვს, როდესაც გრანტების ოდენობას ეხება საკითხი. ხედავთ, რომ 89%-ს, 474 ორგანიზაციიდან 422 ორგანიზაციას არ აქვს მითითებული პროექტებთან დაკავშირებული საგრანტო მოცემულობები. შემდეგი კომპონენტი ეს არის, რამდენ ორგანიზაციას აქვს მითითებული პროექტის/გრანტის ხანგრძლივობა ანუ ვადა. ვხედავთ, რომ 378 ორგანიზაციას, ანუ 4%-ს, ყოველი ხუთიდან ოთხს არ აქვს ეს მითითებული. გადავდივართ წლიურ ანგარიშებზე, რომელიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ საზოგადოებას გვქონდეს წარმოდგენა წლის განმავლობაში ორგანიზაციამ რა გააკეთა, რა აქტივობები განახორციელა. ვხედავთ. რომ 474 ორგანიზაციიდან 458 ორგანიზაციას წლიური ანგარიში არ აქვს გამოქვეყნებული და ეს არის 97% მთელი ამ ორგანიზაციების შემადგენლობისა. ბოლო კომპონენტი: რამდენ ორგანიზაციას აქვს მითითებული ინფორმაცია გუნდის შესახებ, ანუ იმ ადამიანების შესახებ ვინც ორგანიზაციას წარმოადგენს და კონკრეტული პროექტების განხორციელებაზე არიან პასუხისმგებელი - აქაც ვხედავთ, რომ ძალიან მაღალი არის პროცენტული მაჩვენებელი იმ ორგანიზაციების, რომლებიც არ ასაჯაროებენ გუნდის წარმომადგენლობას და 70% - ეს არის 334 ორგანიზაცია 474-დან. 474 ორგანიზაციიდან მხოლოდ 8 ორგანიზაციას აქვს შვიდივე კომპონენტი დაცული. თუმცა, აქაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის მხოლოდ საბაზისო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ არის ორგანიზაცია, რა აქტივობებს ახორციელებს, ვისგან იღებს თანხებს და რა ოდენობის თანხებს. შემდგომში უკვე ქვეაქტივობები თითოეული კომპონენტის მიხედვით და სიღრმისეული ანალიზი ჩვენ არ გაგვიკეთებია და ვხედავთ, რომ თუნდაც იმ საბაზისო დონეზე როგორი კატასტროფული მდგომარეობაა გამჭვირვალობის და საზოგადოების წინაშე ღიაობისა და ანგარიშგების კუთხით. ეს კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, გვარწმუნებს, რომ მიღებული კანონი აუცილებელი იყო ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ეს კანონი უზრუნველყოფს, რომ ის სექტორი, რომელიც ამ დრომდე არ იყო გამჭვირვალე, გახდეს მაქსიმალურად გამჭვირვალე, ღია და საზოგადოების ინფორმირება იყოს შესაძლებელი",- განაცხადა გივი მიქანაძემ.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)