|
2024-07-13 13:19:42, 554 ნახვა
პოლიტიკა
ჯონ კირბი - საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხის გაცხადებულ ნებას ეწინააღმდეგება
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მრჩეველი ჯონ კირბი საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული კურსის გამო შეშფოთებულია. ამის შესახებ ინფორმაციას GLOBALNEWS ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კირიმ მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხის გაცხადებულ ნებას ეწინააღმდეგება. კირბმა დეტალურად ისაუბრა საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებულ ამჟამინდელ ურთიერთობებზე. “პირდაპირ გეტყვით, ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ ახალი კანონმდებლობის მიღების გამო და იმ ზემოქმედების გათვალისწინებით, რითაც ეს კანონმდებლობა გავლენას ახდენს სამოქალაქო საზოგადოებასა და საქართველოს ევრო-ატლანტიკურ კურსზე. მეტიც, ჩვენ ღრმად გვაშფოთებს ეს საკითხი. ეს სერიოზული ვითარებაა, რომელმაც მიგვიყვანა იმ ეტაპამდე, როდესაც ჩვენი მხარე საქართველოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით ურთიერთობის სერიოზულ გადაფასებაზე მუშაობს. რაც აქვე დავსძენ, რომ ძალიან სამწუხაროა. სახელმწიფო დეპარტამენტის ძალიან მაღალი რანგის დიპლომატი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში შეხვდა სახელმწიფო მდივნის მოადგილეს. მე არ ვარ პოლიტიკის შემქმნელი, თუმცა შემიძლია ღიად გითხრათ ჩვენი მთავარი გზავნილის შესახებ - გაითვალისწინონ დასავლელი პარტნიორების გზავნილები, თუ მათ თანამშრომლობის სურვილი ჯერ კიდევ აქვთ. ჩვენ საქართველოს მთავრობას ბოლო წუთამდე მოვუწოდებდით, გადაეხედათ აღნიშნული კანონმდებლობისთვის, მისი მიზანშეწონილობისთვის და იმ ბერკეტებისთვის, რომლის მთავარი მიზანი, როგორც აღვნიშნე, სწორედ სამოქალაქო საზოგადოების ზემოქმედებაა. მათ ვეუბნებოდით და ეს ყველაზე მძიმე აღსაქმელია საქართველოსგან, რომ ეს ჩიხში შეიყვანდა საქართველოს მოსახლეობის მრავალწლიან დასავლურ არჩევანს. პირველ რიგში, ჩვენი შეშფოთება გამოწვეულია იმით, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული ამჟამინდელი კურსი რადიკალურად ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას, ქართველი ხალხის დასავლურ მისწრაფებას ჩვენ საკმაოდ ღიად და ნათლად დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია საქართველოს მთავრობის მიერ არჩეულ კონკრეტულ კურსთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის შესაბამისობაში ქართველი ხალხის ნებასთან. ჩვენს ამ პოზიციას ვაფიქსირებთ საქართველოს მთავრობასთან როგორც საჯარო, ისე, კერძო საუბრებში. ამ ფონზე კი, შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მთავრობასთან არსებული თანამშრომლობის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის პროგრამები გადახედვის პროცესშია. უვადოდ შეჩერებულია მნიშვნელოვანი წვრთნებიც. ჩვენ ვაპირებთ ფართო კონტექსტში გადავხედოთ საქართველოსთან ორმხრივ ურთიერთობებს და გადავაფასოთ ის პროგრამები, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ხელისუფლებასთან ვთანამშრომლობთ. საქართველოს მთავრობას კი ისევ მოვუწოდებთ, გაითვალისწინოს საკუთარი მოსახლეობის ნება. ეს გახლავთ ის, რასაც ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსგან მისივე მოსახლეობა მოელის. გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს ლიდერები შეცვლიან მათ მიერ არჩეულ კურსს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს ნამდვილად სამწუხარო პროცესია საქართველოს მხრიდან“,- აღნიშნა ჯონ კირბმა, როგორც ამას GLOBALNEWS-ი იტყობინება.
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
მდინარაძე - ბიძინა ივანიშვილი შეიძლება იყოს მოწყვლადი და ვიღაცამ გააგოროს
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)