|
2024-07-12 19:14:09, 548 ნახვა
საზოგადოება
შესაძლებლობა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტებისთვის, მიიღონ სწავლის 100%-ანი ან ნაწილობრივი დაფინანსება „საქართველოს ბანკისგან“
20-მდე პარტნიორი უნივერსიტეტი და 160-ზე მეტი სტიპენდიატი - "საქართველოს ბანკმა" სულ რამდენიმე თვის წინ სტიპენდიების პროგრამა დაიწყო. პროექტი მიზნად ისახავს, განათლება რაც შეიძლება უფრო მეტი ახალგაზრდისთვის გახადოს ხელმისაწვდომი. ინიციატივის ფარგლებში, ბანკი შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებსა და აბიტურიენტებს, მიიღონ სწავლის 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსება პარტნიორ უნივერსიტეტებში. მათ შორის, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. "საქართველოს ბანკის" სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობა მოტივირებულ, ნიჭიერ სტუდენტებს შეუძლიათ. ამისათვის, ისინი უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები, ჰქონდეთ აქტიური სტუდენტის სტატუსი და მაღალი აკადემიური მოსწრება. სტიპენდიატების გამოსავლენად კი კრიტერიუმებს უნივერსიტეტები თავად ადგენენ. ამასთან, სწავლის დაფინანსების მოპოვება შეუძლიათ აბიტურიენტებსაც. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საქართველოს ბანკის სტიპენდიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სასწავლებლის ოფიციალურ ვებგვერდზე. „საქართველოს ბანკში" ჩვენი პრიორიტეტი განათლებაა. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ 40-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ და 120 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, აბიტურიენტისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ვქმნით ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობებს. ჩვენს პორტფოლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ინიციატივა კი სწორედ "საქართველოს ბანკის" სტიპენდიების პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც უკვე ვთანამშრომლობთ 20-მდე უნივერსიტეტთან და გამოვავლინეთ კიდეც 160-ზე მეტი სტიპენდიატი. პარტნიორებისა და გამარჯვებულების რიცხვი მუდმივად იზრდება. ვიმედოვნებთ, რომ ახლო მომავალში კიდევ უფრო მეტი სტუდენტისთვის გავხდით განათლებას ხელმისაწვდომს და მივცემთ მათ მოტივაციას, არ გაჩერდნენ“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, "საქართველოს ბანკის" კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი. "საქართველოს ბანკის" სასტიპენდიო პროგრამა გრძელდება. პარტნიორი უნივერსიტეტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს. "საქართველოს ბანკის" მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით განხორციელებული პროექტების გასაცნობად კი გადადით ბმულზე: csr.bog.ge
დევდორაკის ხეობაში მეწყერის საფრთხის დონე მოხსნილია, მუშაობა განაახლა გამშვებმა პუნქტმა დარიალმა
25 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 60 ათასი ტონა ყურძენი
ყაზბეგის საბაჟომ მუშაობა განაახლა
საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union-ის გზავნილებზე 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)