|
2024-07-12 09:40:29, 628 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკი სვანეთის IV საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია
ბაზისბანკის ოფიციალური სპონსორობით, 15-21 ივლისს, მესტია, სვანეთის IV საერთაშორისო კინოფესტივალს უმასპინძლებს. სვანეთის IV საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელიც ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა, 2021 წელს რეჟისორებმა მარიამ ხაჭვანმა და თეიმურაზ ჩხვიმიანმა დააფუძნეს. სვანეთის კინოფესტივალი მსოფლიო კინოფესტივალების განუყოფელი ნაწილი გახდა და მესტია წელსაც უმასპინძლებს სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალმა, არსებობის მანძილზე, შეძლო და ქვეყნის ერთ-ერთ კულტურულ მოვლენად იქცა. კინოფესტივალის ფარგლებში მესტიას ყოველწლიურად სტუმრობენ საერთაშორისო კინოფესტივალების პროგრამერები, სელექციის წევრები და ცნობილი რეჟისორები, მათ შორის კანის, ბერლინალეს, ვენეციის, თესალონიკის, კარლოვი ვარის და ტალინის კინოფესტივალების პროგრამერები. პირველად ქართულ საფესტივალო ისტორიაში, ფესტივალის დამფუძნებლებმა სანდენსის კინოფესტივალიდან პროგრამერების ჩამოყვანა დაიწყეს. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამა, საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი პროექტების პრეზენტაციის საკონკურსო პროგრამა. კინოფესტივალის მთავარი ჯილდო, ქალღმერთი დალის პრიზი გაიცემა ორ კატეგორიაში: საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმების ჩვენება გაიმართება ყოველდღიურად, მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, ასევე სეტის მოედანზე, ღია ცის ქვეშ. ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ იხილონ რეჟისორ რუბენ ოსტლუნდის ფილმების რეტროსპექტივა, ძველი ქართული მუნჯური კინოს სპეციალური ჩვენებები, ასევე, ღია ცის ქვეშ გაიმართება საბავშვო კინოჩვენებები. „სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის შემოქმედებითი გუნდი აქტიურად მუშაობს, რომ ფესტივალი ყოველწლიურად განვითარდეს, გაიზარდოს და მეტად ცნობილი გახდეს როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს მასშტაბით. ღონისძიების მთავარ მიზანს, პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე, ახალგაზრდა კინემატოგრაფების მხარდაჭერა წარმოადგენს და სწორედ ამიტომ ფოკუსირებულია ინდუსტრიული მიმართულების გაძლიერებაზე. მოხარული ვარ, რომ წელს ფესტივალის ოფიციალური სპონსორი გახდა ბაზისბანკი და ვიმედოვნებ, ჩვენი პარტნიორობა შემდეგ წლებში კიდევ უფრო გაფართოვდება“, - აცხადებს კინოფესტივალის დამფუძნებელი, კინორეჟისორი მარიამ ხაჭვანი. „ბაზისბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, ატიურად უჭერს მხარს ქართულ კულტურას. მოხარულები ვართ, რომ წელს პირველად შემოვუერთდით სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალს, რომლის მიმართ უკვე დიდი საერთაშორისო ინტერესია და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახდა ქვეყნის სახელოვნებო სფეროში. ვთვლით, რომ ხელოვნების სხვადასხვა დარგისთვის მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა, რათა მეტად განვითარების შესაძლებლობა მივცეთ ქართულ კულტურას. აღნიშნული თანამშრომლობით კი ჩვენი წვლილი შეგვაქვს საქმეში, რომელიც, წარმატებული პარტნიორობის საფუძველი გახდება“, - ამბობს ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.
დევდორაკის ხეობაში მეწყერის საფრთხის დონე მოხსნილია, მუშაობა განაახლა გამშვებმა პუნქტმა დარიალმა
25 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 60 ათასი ტონა ყურძენი
ყაზბეგის საბაჟომ მუშაობა განაახლა
საქართველოს ბანკის მომხმარებლებს Western Union-ის გზავნილებზე 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლიათ
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)