|
2024-07-11 15:26:11, 398 ნახვა
პოლიტიკა
ჩიქოვანი - მნიშვნელოვანია, მოხდეს გადატვირთვა ორმხრივ ურთიერთობებში - ამისთვის ხელისუფლება მზად არის
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გადატვირთვასა და თავდაცვის უწყებისთვის დაფინანსების შეჩერებას შეეხებოდა. როგორც ირაკლი ჩიქოვანმა განმარტა, პრემიერ-მინისტრისა და სხვა პოლიტიკური ლიდერების მხრიდან არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ არსებობს საკითხები, რომლებსაც სჭირდება გააზრება და მნიშვნელოვანია, მოხდეს გადატვირთვა ორმხრივ ურთიერთობებში. „ამისთვის საქართველოს ხელისუფლება მზად არის. საუბარია იმაზე, რომ წლების განმავლობაში არსებული სხვადასხვა საკითხი, რომლებზეც არსებობს განსხვავებული პოზიციები, უნდა შეჯერდეს და პოზიციები, საბოლოო ჯამში, უნდა დაახლოვდეს. ამის შესაძლებლობას ჩვენ ვხედავთ და ამის მოლოდინიც გვაქვს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, რომელიც უკავშირდება ერთის მხრივ, აშშ-ის მხრიდან „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნის გადადებასა და მეორეს მხრივ, ევროკავშირის მხრიდან ევროპის მშვიდობის ფონდის რესურსების ხელმისაწვდომობას, ირაკლი ჩიქოვანმა დასანანი და გაუგებარი უწოდა. მისი თქმით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ძალიან ბევრი და წარმატებული შედეგი გვაქვს, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე პარტნიორი სახელმწიფოებისთვის. „მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ წვრთნები და განსაკუთრებით, საერთაშორისო წვრთნები, ატარებენ კონკრეტულ სარგებელს როგორც საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის, ასევე აშშ-სთვის და ყველა იმ სახელმწიფოსთვის, რომელიც ამ წვრთნებში იღებს მონაწილეობას, რადგანაც ხელს უწყობს ერთის მხრივ, ჩვენი ურთიერთთავსებადობის გაზრდას, მეორეს მხრივ, გამოცდილებას აძლევს უმაღლეს პროფესიონალებს, სამხედრო მოსამსახურეებს და ასევე, საშუალებას იძლევა, რომ გავიცნოთ, თვალი გავუსწოროთ ახალ გამოწვევებს. შესაბამისად, კოორდინირებულად ვიმოქმედოთ და გვქონდეს ამაზე კოორდინირებული რეაგირება“, - განაცხადა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა. მინისტრის თქმით, დღესაც საქართველოს აშშ-სთან თანამშრომლობის ბევრი ფორმატი აქვს, რომელზეც განცხადებები ამერიკული მხარის მხრიდანაც გაკეთდა. „აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს და თავდაცვის სამინისტროს აქვს მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც გრძელდება და რა თქმა უნდა, დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან მალე ეს გადაწყვეტილებები შეიცვლება. ასევე გეტყვით იმას, რომ ვაგრძელებთ მზადებებს სხვა საერთაშორისო სწავლებებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. ევროპის მშვიდობის ფონდიდან რესურსების გაყინვასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვაზე მინისტრმა უპასუხა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებაც იქნება გადახედილი. „ეს რესურსები კონკრეტულ პროექტებთან იყო მიმართული, რომელიც უკავშირდებოდა, ძირითადად, არალეტალური იარაღის და საშუალებების გაძლიერებას საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალშიც შევძლებთ ამ პროგრამების ერთობლივ განხორციელებას“, - განმარტა მან. მანევე გერმანიის მხრიდან დახმარებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა: „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები, პოზიტიური შედეგები, რომელიც აქვს საქართველოს და აქვს ჩვენს პარტნიორებსაც. ამოცანები, მიზნები და გამოწვევები, რომლებზეც ჩვენ ერთად ვმუშაობდით, იყო ერთობლივი ამოცანები და გამოწვევები. შესაბამისად, შედეგებიც ურთიერთსასარგებლო იყო და არა მხოლოდ ერთი მხარისთვის სასარგებლო“. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
მდინარაძე - ბიძინა ივანიშვილი შეიძლება იყოს მოწყვლადი და ვიღაცამ გააგოროს
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)