13:42 - 10 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-11 13:16:55, 580 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - დემოკრატიული და ინსტიტუციური განვითარებით უკვე წლებია, ნატოს წევრ ბევრ ქვეყანას ვუსწრებთ

დემოკრატიული და ინსტიტუციური განვითარებით უკვე წლებია, ნატოს წევრ ბევრ ქვეყანას ვუსწრებთ,- ამის შესახებ საქარველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილის განცხადებით, ნატოს "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში", 2015-2021 წლებში, საქართველო, ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან, ყველაზე დიდი კონტინგენტით მონაწილეობდა.

"ცრუ ბრალდებების და დეზინფორმაციის ნიაღვარში უნდა გვახსოვდეს, რა არის სიმართლე.
"ქართული ოცნების" ხელისუფლების გადაწყვეტილებით ავღანეთში ნატოს "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში", 2015-2021 წლებში, საქართველო, ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან, ყველაზე დიდი კონტინგენტით მონაწილეობდა; თავად ნატოს წევრებთან შედარებით კი, მეოთხე ვიყავით აშშ-ს, გერმანიის და იტალიის შემდეგ. 

აღარაფერს ვიტყვი იმაზე, თუ ვინ რა სირთულის დავალებებს ასრულებდა. ჩვენი გმირი ჯარისკაცების ისტორიები და გაღებული მსხვერპლი ყველამ ვიცით და ყველას გვახსოვს. ცალკე ისტორიაა, თუ რა როლი შეასრულა საქართველომ 2021 წელს ავღანეთიდან ნატოს ჯარების სწრაფი გამოსვლის უზრუნველყოფაში.

ისიც კარგად გვახსოვდეს, რომ დემოკრატიული და ინსტიტუციური განვითარებით უკვე წლებია, ვუსწრებთ ნატოს წევრ ბევრ ქვეყანას",- წერს პაპუაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა თეთრი სახლის ახალი პრესმდივანი დანიშნა
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
აშშ უკრაინას დაზვერვის შეწყვეტით დაემუქრა, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების გამო - Axios
პროკურატურა - მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics