06:27 - 14 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-10 18:20:29, 541 ნახვა

პოლიტიკა
თომას ჰაკერი - ერთად ვმუშაობთ, რათა შევთავაზოთ საქართველოს ის გზა, რომელიც მიდის ევროკავშირისკენ - ის ჯერ კიდევ ღიაა

ერთად ვმუშაობთ, რათა შევთავაზოთ საქართველოს ის გზა, რომელიც მიდის ევროკავშირისკენ, ის ჯერ კიდევ ღიაა, - ამის შესახებ ბუნდესტაგის დეპუტატმა, თომას ჰაკერმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც თომას ჰაკერი აღნიშნავს, საქართველომ თავისი ხალხისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

„იმ დღეს, როდესაც ევროკომისიამ გამოაცხადა, რომ საქართველოს ენიჭება კანდიდატის სტატუსი, საქართველოს დელეგაცია იყო ჩამოსული ჩვენთან, ყველანი ძალიან გახარებულები და ბედნიერები ვიყავით. ვსაუბრობდით იმაზე, რომ ახლა დრო არის და შეგვიძლია, შემდგომი ნაბიჯებიც კი გადავდგათ.

საქართველოს დელეგაციის საპასუხოდ, ჩვენც ჩამოვედით აქ ვიზიტით აპრილში. სამწუხაროდ, შეხვედრა საქართველოს პარლამენტის წევრებთან იმ მომენტში აღმოჩნდა შეუძლებელი იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, პარლამენტში განსახილველად დაებრუნებინა ის კანონი, რომელიც ერთი წლის წინ პარლამენტიდან გაიტანეს.

ერთი წლის წინ, როდესაც მოხდა ამ კანონის უკან გატანა, მკაფიოდ გაიცა დაპირება და ითქვა, რომ ამ კანონს არასოდეს დააბრუნებდნენ. სამწუხაროდ, ეს დაპირება არ შესრულდა. კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთან დაკავშირებით ერთ-ერთი ფაქტორი ევროკომისიისთვის იყო ზუსტად ამ კანონის გაწვევა. ადრე „აგენტების კანონი“ ერქვა, ახლა ჰქვია „გამჭვირვალობის კანონი“. ძალიან სწრაფად, დაჩქარებულად მოხდა მისი მიღება პარლამენტში და მას უკვე მოჰყვა სხვა კანონებიც“, - განაცხადა ჰაკერმა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იაპონელი ძიუდოისტი, ჯოშირო მარუიამა დაქორწინდა
ბელარუსი ოპოზიციონერები ვიქტორ ბაბარიკო და მარია კოლესნიკოვა უკრაინაში გადაიყვანეს
ჰოლივუდის მსახიობი პიტერ გრინი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლუკაშენკომ 123 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა, მათ შორის კოლესნიკოვი, ბიალაცკი და ბაბარიკო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი