15:44 - 21 Jun, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-10 17:04:16, 504 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი „ევოლუშენ ჯორჯიას“ - დასაქმებულთა ღირსებისშემლახავი ქმედებებისგან თავი შეიკავეთ

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს შპს „ევოლუშენ ჯორჯიას“, "აქტიური კომუნიკაცია დაამყაროს დასაქმებულებთან, მათ მიერ დაყენებულ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა კონსენსუსის მისაღწევად და დასაქმებულთა ღირსებისშემლახავი ქმედებებისგან თავი შეიკავოს". 

როგორც ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შრომის ინსპექციის სამსახურმა „ევოლუშენ ჟორჯიას“ საკითხის შესწავლა დაიწყო.

„საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება შპს „ევოლუშენ ჟორჯიას“ თანამშრომლების გაფიცვას, რომელიც ამა წლის 12 ივლისს არის დაგეგმილი და გავრცელებული ინფორმაციით, მას საწარმოში დასაქმებული 4 600-მდე თანამშრომელი უერთდება. დასაქმებულებს კომპანიის მიმართ ღირსებისშემლახავ დამოკიდებულებასა და შრომის ღირსეული პირობებთან დაკავშირებული პრეტენზიები გააჩნიათ.

კერძო სექტორში შრომის უფლების დაცვაზე შეზღუდული მანდატის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი განცხადებით ეხმიანება ამ საკითხს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, დამსაქმებლის მიერ განუხრელად იყოს დაცული დასაქმებულთა შრომის უფლებები.

ჯანსაღი და უსაფრთხო სამუშაო გარემო დაშრომის ღირსეული ანაზღაურება შრომითი უფლების განუყოფელი ნაწილია და მასზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადამიანის ღირსეული ცხოვრება. გასათვალისწინებელია, რომ ევროპის სოციალური ქარტია, რომლის ხელშემკვრელ მხარეს საქართველოც წარმოადგენს, აღიარებს ყველა მუშაკის უფლებას, ჰქონდეს უსაფრთხო, სამართლიანი შრომის პირობები და შრომის სათანადო სამართლიანი ანაზღაურება, რაც უზრუნველყოფს მათი და მათი ოჯახების ცხოვრების ღირსეულ დონეს.

როგორც სახალხო დამცველის პრაქტიკა მოწმობს, სამწუხაროდ, დასაქმებულების მიერ შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნა ან სამუშაოსთან დაკავშირებული კრიტიკის გამოთქმა, ზოგადად, დამსაქმებლების მხრიდან მიუღებელ პოზიციად ფასდება და ხშირად, საფუძვლად ედება დამსაქმებლის მიერ განსხვავებული მოსაზრების გამო მშრომელების შევიწროებას, სამსახურიდან გათავისუფლებას ან შრომითი უფლებების სხვაგვარ დარღვევას.

დაანონსებული გაფიცვის სავარაუდო მასშტაბის გათვალისწინებით, ამ შემთხვევაში საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს შპს „ევოლუშენ ჯორჯიას“, აქტიური კომუნიკაცია დაამყაროს დასაქმებულებთან, მათ მიერ დაყენებულ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა კონსენსუსის მისაღწევად და თავი შეიკავოს დასაქმებულთა ღირსებისშემლახავი ქმედებებისგან.

როგორც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის არის ცნობილი, შრომის ინსპექციის სამსახურმა შპს „ევოლუშენ ჟორჯიას“ საკითხის შესწავლა დაიწყო. ვიმედოვნებთ, რომ შრომის ინსპექცია ყოველმხრივ და სრულყოფილად შეისწავლის საკითხს და შემჭიდროებულ ვადებში მიიღებს კანონმდებლობის შესაბამის გადაწყვეტილებას“,- აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლევან სანიკიძე - რომეო მიქაუტაძე იყო პირი, რომელიც ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს იყო შავი სალაროს მთავარი „ხაზინადარი“
ისრაელში, სადეპორტო დაწესებულებაში მყოფი საქართველოს 17 მოქალაქე საქართველოში გამოემგზავრა
დიმიტრი მედვედევი - უკრაინის მიერ ე.წ. „ბინძური ბომბის“ შექმნა საშიში პროვოკაცია იქნებოდა
პაველ ჰერჩინსკი - ევროპული ოჯახის წევრობა არის შესაძლებლობა და არა ვალდებულება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი