|
2024-07-10 15:08:38, 554 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტის ადმინისტრაცია - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის შესარჩევი კომისია ხვალ კანდიდატებთან გასაუბრებას გამართავს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის შესარჩევი კომისია ხვალ კანდიდატებთან გასაუბრებას გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, კანდიდატებს შორის არიან: გიორგი ბურჯანაძე, დიმიტრი გაბუნია, მანუჩარ კაკოჩაშვილი, კახა წიქარიშვილი და თამარ ალფაიძე. “ხვალ, 10:00 საათზე, ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შექმნილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატურის შესარჩევი კომისია კონკურსში მონაწილეებთან გასაუბრებას გამართავს. კომისია გასაუბრებას გამართავს: გიორგი ბურჯანაძესთან, დიმიტრი გაბუნიასთან, მანუჩარ კაკოჩაშვილთან, კახა წიქარიშვილთან და თამარ ალფაიძესთან. გასაუბრება და კონკურსანტების შეფასება მოხდება კომისიის მიერ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით. გასაუბრების პროცესის პირდაპირი ტრანსლირება მოხდება საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური სოციალური ქსელების "ფეისბუქისა“ და "იუთუბის“ მეშვეობით. ხვალ გასაუბრების პროცესს დაესწრებიან და მონიტორინგს გაუწევენ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) ექსპერტები, რომლებიც გასაუბრების დასრულების შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის კანდიდატურის შერჩევის პროცესის შესახებ ანგარიშს მოამზადებენ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმის მთავარი ნაბიჯები ასახულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ შედგენილ "ქართულ ქარტიაში“. ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების კვალიფიკაციის, კეთილსინდისიერების, დამოუკიდებლობის და მათ შესახებ სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის შეფასება-შემოწმება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კომისიის მიერ. პრეზიდენტი უფლებამოსილია დისკრეციულად შეარჩიოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნოს კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატი, მათგან, ვინც აკმაყოფილებენ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნულის მიუხედავად, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შეიქმნა დამოუკიდებელი შესარჩევი კომისია, რომელიც პრეზიდენტს წარუდგენს რეკომენდაციებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატურის შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს უფლებამოსილების ვადა 2024 წლის 22 ივლისს ეწურება; პრეზიდენტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს დანიშნავს არაუგვიანეს 2024 წლის 15 ივლისისა“,- ნათქვამია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
კლუნების ფონდი ამაღლობელზე ანგარიშში სასამართლო პროცესში არსებულ სერიოზულ ხარვეზებს აღწერს
მტკიცებულებები მკვლელობის ორგანიზებაზე ინფორმაციას არ იძლევა – მიქაძეების ადვოკატი
საქართველოში ავტომობილების ახალი ბრენდი SOUEAST შემოვიდა - მხარდამჭერი BOG-ია
რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ძალადობდნენ სხვადასხვა ასაკის პირებზე - დაკავებულთა შორის, 10 არასრულწლოვანია
|
რედაქტორის რჩევით
ლოყააწითლებული დგებუაძე რეჟიმის შს მინისტრმა ახალ თანამდებობაზე დანიშნა
ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლების არაბული ვოიაჟი- კობახიძე შუა დერეფნის სატრანსპორტო-ლოგისტიკური მარშრუტის არაბებს აძლევს?
ომი უკრაინაში
რუსული თავდასხმის გამო კრივოი როგში 700-ზე მეტი სახლი გათბობის, ხოლო 45 000-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კუპიანსკის მერის ოფისზე უკრაინის დროშა აღმართეს, რომლის აღების შესახებ პუტინს ორჯერ აცნობეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)