2024-07-10 10:26:14, 426 ნახვა
პოლიტიკა
მელია - შემოდგომით, ყველა ნახავს ჩვენი გაერთიანების შედეგს - ჩვენ ივანიშვილის დამარცხებაში დიდ როლს ვითამაშებთ
![]() შემოდგომით, როდესაც ხმები დაითვლება, ყველა კარგად ნახავს ჩვენი გაერთიანების რეალურ შედეგს, ჩვენ ძალიან დიდ როლს ვითამაშებთ ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში,- ამის შესახებ პოლიტიკური პარტია "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა მელია "ახალის", "გირჩი - მეტი თავისუფლებისა" და "დროას" გაერთიანებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. როგორც მელია აცხადებს, "ეს პლატფორმა შექმნილია გამარჯვებისთვის და პასუხობს მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო ამოცანებს, რომელიც დასახულ მიზნამდე მიყვანას" ემსახურება. "გუშინ შედგა სამი პოლიტიკური ძალის - "დროას", "გირჩი - მეტი თავისუფებისა"და "ახალის" ერთობა, რომლის ერთადერთი მიზანია, ივანიშვილის დამარცხება საქართველოს გასამარჯვებლად. საზოგადოების ნაწილი სკეპტიკურად უყურებს განსხვავებულთა გაერთიანებას, მცირე ნაწილი იარლიყების ეძებს ამ ერთობის დასაკნინებლად, არადა, განსხვევებული ძალები რომ ერთიანდებიან, ზუსტად ეს არის სიძლიერე. ნამდვილად არაა იოლი ასეთი ერთობის მიღწევა და ამ რთული ამოცანის გადაჭრაში ვლინდება ამ ძალების ძალაც და კეთილგონიერებაც. განსხვავებულთა გაერთიანება აერთიანებს განსხვავებულ ელექტორატებს და სახავს გამარჯვების მკაფიო კონტურებს. დაინტერესებულმა პირებმა ამ ერთობის დასაკნინებლად დაიწყეს სპეკულაციები ამ პლატფორმაში კონკრეტული პირების გავლენების არსებობაზე, მეტიც, კეთდება აქცენტი კონკრეტული პირის გავლენების დუმბლირებაზე ენმ-სა და ჩვენს ერთობაში, მაგრამ რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს მავანმა ამ ყველაფერზე, ეს პლატფორმა არის და იქნება ჩრდილოვანი გავლენებისგან თავისუფალი პლატფორმა. ეს პლატფორმა შექმნილია გამარჯვებისთვის და პასუხობს მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო ამოცანებს, რომელიც მიგვიყვანს დასახულ მიზნამდე. ჩვენ ყველას ჩვენ-ჩვენი განსხვავებული ბიოგრაფიები გვაქვს, ჩვენ-ჩვენი წარსული. ზოგს მოსწონს ეს, ზოგს არ მოსწონს, ზოგს ძალიან არ მოსწონს, ბევრი რამ ჩვენ თვითონაც არ მოგვწონს ერთმანეთის - გნებავთ შეხედულებები, გნებავთ ხედვები, გნებავთ წარსულში გადადგმული თუ არგადადგმული ნაბიჯები, მაგრამ ყველა არმოწონება ბარდება წარსულს, როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს. ამ გაერთიანებით ჩვენ ვასრულებთ ქართული საზოგადოების დაკვეთას, ჩვენ ვასრულებთ საარჩევნო ამოცანას, ვდგამთ კარგად გააზრებულ, პრაგმატულ ნაბიჯს ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ვერთიანდებით მომავლისთვის და არა წარსულისთვის. შემოდგომით, როდესაც ხმები დაითვლება, ყველა კარგად ნახავს ჩვენი გაერთიანების რეალურ შედეგს, ჩვენ ძალიან დიდ როლს ვითამაშებთ ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში",- წერს მელია "ფეისბუქის" გვერდზე.
20-21 აპრილს თბილისის სასაფლაოებისკენ უფასო ავტობუსები იმოძრავებს
ზელენსკი - ადრე თუ გვიან, მაგრამ აუცილებლად, ბოროტება უკან დაიხევს და სიცოცხლე გაიმარჯვებს
აშშ-ში ათასობით მოქალაქემ დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო აქციები გამართა
მამუკა ხაზარაძე - დღეს სიკეთის, იმედის და სულიერი ამაღლების დღესასწაულია!
|
რედაქტორის რჩევით
![]() მოლდოვაში ევროპული მომავლისთვის გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნები 28 სექტემბერს ჩატარდება
![]() აფრასიძეების მძიმე დანაშაულები, ანუ როგორც აქცევს წულუკიანის კომისია მკვლელებს გმირებად
ომი უკრაინაშირუსული მედია - ვლადიმერ პუტინმა სააღდგომოდ ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუბიომ დაუდასტურა ნატოს ხელმძღვანელობას, რომ აშშ სამშვიდობო მოლაპარაკებებს დატოვებს
ვიდეო/LIVE გახარიას გამოკითხვა წულუკიანის კომისიაში
![]() ივანიშვილი, კობახიძე, კალაძე, წულუკიანი - ლიეტუვა 102 სანქცირებული პირის სიას ასაჯაროებს
მთავარი თემა
|