|
2024-07-09 15:20:36, 482 ნახვა
პოლიტიკა
გვარამია - „ახალი“, „დროა“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ არჩევნებზე ერთად გამოვიდეთ
პოლიტიკური გაერთიანება "ახალი", "დროა", "გირჩი - მეტი თავისუფლება" ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ არჩევნებზე გამოვიდეთ ერთად,- ამის შესახებ "ახალის" თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ განაცხადა. როგორც გვარამიამ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, შეთანხმება ვერ შედგა "ლელოსთან", თუმცა მოლაპარაკებები გრძელდება. "პოლიტიკური გაერთიანება "ახალი", "დროა", "გირჩი - მეტი თავისუფლება" ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის, სამშობლოს ისტორიისა და იმ უმნიშვნელოვანესი მომენტის მიმართ, რომელიც დღეს უდგას საქართველოს, გადამწყვეტი მომენტისთვის, რომელიც განსაზღვრავს მის მომავალს და გამომდინარე აქედან, ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ არჩევნებზე გამოვიდეთ ერთად... მოლაპარაკებები იყო ხანგრძლივი, რთული. მანამდე წინაპირობები უძღოდა არცთუ ისე სასიამოვნო ზოგჯერ, თუმცა თანამოაზრეები ჩვენ ვიყავით ყოველთვის, მაგრამ დღეს ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ერთიანობა არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და მთავარი, რასაც ქართული საზოგადოება და ჩვენი წარსულიც და მომავალიც ითხოვს ჩვენგან... "ლელო" ჩვენ მიგვაჩნია ძალიან მყარ და მნიშვნელოვან პარტნიორად. მცირე განსხვავებები იყო ჩვენს ხედვებს შორის, ამიტომ, ამ წუთში შეთანხმება ვერ მოხერხდა, თუმცა არ იკეტება ამით პროცესი და ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება არა მხოლოდ "ლელოსთან",- თქვა ნიკა გვარამია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)