|
2024-07-09 11:44:05, 773 ნახვა
პოლიტიკა
ჰერჩინსკი - EU-ის ლიდერებმა გადაწყვიტეს, გაყინონ 30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვასაც თავდაცვის სამინისტროსთვის ვგეგმავდით
ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს, გაყინონ 30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვასაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ვგეგმავდით,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. როგორც ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, "ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, სხვა ნაბიჯებიც იქნება". "ევროკავშირ-საქართველოს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის თანამშრომლობას რაც შეეხება, სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ ლიდერებმა გადაწყვიტეს, გაყინონ ფული, რომელსაც ჩვენ ვიხდით საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად. მას ჰქვია "ევროპის მშვიდობის ფონდი“. ასე რომ, ამ დროისთვის გაყინულია ის თანხა, 30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვას ვგეგმავდით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, იქნება სხვა ნაბიჯებიც. ჩვენი პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიმართ შეზღუდული იქნება. ჩვენ შევეცდებით, ეს პირდაპირი მხარდაჭერა გადავიტანოთ საზოგადოების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისკენ",- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)