|
2024-07-08 16:30:13, 524 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე „გლობალური ომის პარტიაზე“ - არიან ძალები, რომლებიც ახერხებენ, შვეიცარიის ბანკის გაკოტრების ხარჯზე, ივანიშვილს მილიარდები გაუჩერონ
რაც შეეხება "გლობალური ომის პარტიას", სამწუხაროდ, ესენი არიან კონკრეტული, ძალიან დიდი გავლენის მქონე ძალები, რომლებიც ახერხებენ, მაგალითად, შვეიცარიის ბანკის გაკოტრების ხარჯზე, ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟების მცდელობა მოაწყონ და მილიარდები გაუჩერონ. ასეთი დიდი ძალები არიან, დანარჩენ სიღრმეებში არ შევდივართ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მდინარაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, როდესაც "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს "სასამართლო გადაწყვეტილებების მიუხედავად, საკუთარ ფულს არ აძლევენ, ეს სანქცირებაა". "შევთანხმდეთ ასე, რომ თქვენი შეფასებით, რადგან ფორმალურად სანქცია არ ადევს ბიძინა ივანიშვილს - ბიძინა ივანიშვილის ორი მილიარდი დოლარი გაჩერებულია ბანკში და სასამართლო გადაწყვეტილებების მიუხედავად, ამ ფულს არ აძლევენ - ეს, თქვენი აზრით, სანქცია არ არის, კერძო დავააო, გასაგებია. ორი მილიარდის გაჩერებას სასამართლოს გადაწყვეტილების, სამართლებრივი სისწორის საწინააღმდეგოდ, თქვენ არ ეძახით სანქცირებას. მე ვეძახი. გაუჩერეს ორი მილიარდი საკუთარი ფული და თქვენთვის ეს სანქცირება არ არის, ჩემთვის არის. ჩვენთვის სანქცირებაა და ყველა ობიექტურად მოფიქრალი ადამიანისთვის ეს არის სანქცირება. როდესაც ასეთი უსამართლო რაღაცები ხდება, ამის უკან ვიღაც დგას",- უთხრა მდინარაძემ ჟურნალისტებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)