|
2024-07-05 15:15:02, 387 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ პარტნიორი კომპანია GEO MATIC მძღოლებს უნიკალურ სერვისს სთავაზობს
სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში 1 000 ადამიანზე 418 ავტომობილი მოდის. ამ მონაცემის გათვალისწინებით (მანქანას ლამის ყოველი მეორე ფლობს), გასაკვირია, რომ კომპანია GEO MATIC-ის მიერ მძღოლებისთვის შეთავაზებული სერვისი დღემდე არ არსებობდა ქვეყანაში და მხოლოდ ახლა მკვიდრდება. GEO MATIC-ის დანადგარებიდან, რომლებიც ავტოსამრეცხაოებსა და სხვა შესაბამის ადგილებში დაგხვდებათ, მომხმარებელს ორი სახის პროდუქტის შეძენა შეეძლება: მინის საწმენდი ერთჯერადი ტილოსი და ასევე ერთჯერადი მუყაოს ხალიჩის. კომპანიის დაფუძნებელმა, შოთა გაბაიძემ, ამ იდეის განხორციელებაზე ფიქრი ორი წლის წინ დაიწყო: „დანადგარის 4 სხვადასხვა მოდელის პროტოტიპი შევქმენით, რომელთაგან ერთი შეირჩა. დამზადების პროცესმა, დაახლოებით, წელიწადს გასტანა. ის, რასაც ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს, ტექნოლოგიურად და ინოვაციურად უნიკალურია. ტილო, რომლითაც მანქანის მინებს ვწმენდთ და, ხშირად, მანქანაშივე ვინახავთ ხოლმე, უსიამოვნო სუნისა და ანტისანიტარიის წყაროა და სალონში მყოფებისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, საფრთხეს წარმოადგენს. ერთჯერადი ტილო კი, რომელსაც ჩვენი დანადგარიდან მინიმალურ ფასად შეიძენთ, მიკრობოჭკოვანი, მრავალფუნქციური მასალისგანაა დამზადებული და მანქანის მინის როგორც შიდა, ისე გარე ზედაპირისთვის გამოიყენება. მეორე პროდუქტი, რომელიც მძღოლებს, განსაკუთრებით კი ტაქსის მძღოლებს, ცხოვრებას გაუიოლებს, მუყაოს ერთჯერადი ხალიჩაა. ეს პროქდუქტი მანქანის სალონში სისუფთავის ხანგრძლივად შენარჩუნებას უწყობს ხელს (წვიმიან ამინდში, ქალაქგარეთ გასვლისას, სალონში მგზავრების ხშირი მონაცვლეობის შემთხვევაში და ა. შ.). ამ ხალიჩის შეძენაც იმავე აპარატიდან იქნება შესაძლებელი – ასევე მინიმალურ ფასად“. ორივე პროდუქტი „ერთჯერადია“, მაგრამ არა პირდაპირი გაგებით. ანტიბაქტერიული, ბიოდეგრადირებადი ნაჭრის გამოყენება, თუკი მხოლოდ მინები იწმინდება, მრავალჯერადად შეიძლება, მთლიანად მანქანის გაწმენდის შემთხვევაში კი კომპანია ერთჯერადი გამოყენების რეკომენდაციას იძლევა. ხალიჩის მასალა (მუყაო) საკმაოდ გამძლეა, შეწოვის მაღალი ხარისხით გამოირჩევა, ამიტომ ხალიჩა 4-5 დღის განმავლობაში ფუნქციურია. ეს დანადგარები ავტომატურ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში იმუშავებს და, დამფუძნებლის თქმით, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, მრავალ ადგილას განთავსება. ამ აპარატების ნაწილის შეძენაში “თიბისი ბანკი“ და აწარმოე საქართველო დაგვეხმარა. GEO MATIC ტექნოლოგიური და ინოვაციური მიმართულების ბიზნესია. ამ მიმართულებას “თიბისი“ განსაკუთრებით ახალისებს, ამიტომაც გადავწყვიტე სწორედ ამ ბანკთან დაკავშირება. GEO MATIC-ის გეგმები სამ ეტაპს მოიცავს. პირველი ნაბიჯი დედაქალაქის მასშტაბით აპარატების მონტაჟია, რაც, სათანადო სარეკლამო და მარკეტინგული კამპანიის თანხლებით, კომპანიისა და მის მიერ შეთავაზებული სერვისის პოპულარობას გაზრდის. ამის შემდეგ კომპანია საქართველოს სხვა ქალაქებსაც მოიცავს, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ეს ფრენშაიზინგი იქნება. ამ ბიზნესით დაინტერესებული პირი ამა თუ იმ ქალაქში კომპანიისაგან შეიძენს აპარატებს, რომელთა მონტაჟს, ფუნქციონირებას, მასალის მიწოდებას და ტექნიკურ საკითხებში დახმარებას GEO MATIC თავად უზრუნველყოფს. მესამე ეტაპზე GEO MATIC აპირებს, ქვეყნის ფარგლებს გასცდეს და ყოფილი საბჭოთა კავშირის 15 ქვეყნის ბაზარი მოიცვას. ამჟამად მოლაპარაკები მიმდინარეობს ყაზახეთთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან.
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank-თან გააფართოვა
26 სექტემბრის ღამიდან 80 000-მდე აბონენტს წყალი 36 საათით შეუწყდება
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხის გაფლანგვისთვის მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვეს
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, რიკო ექსპრესმა $10 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)