|
2024-07-02 20:23:50, 496 ნახვა
პოლიტიკა
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ხვალ ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი ხვალ ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან. "განხილული იქნება ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა და საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი დეკლარაციით განსაზღვრული თანამშრომლობის მიმართულებები. საუბარი შეეხება რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს. შეხვედრის შემდეგ გაკეთდება განცხადებები პრესასთან. არარატ მირზოიანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ მინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან. ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)