14:57 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-01 21:44:52, 419 ნახვა

პოლიტიკა
ბლინკენი - „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონზე მივიღეთ ზომები - ამ მიმართულებით უფრო მეტს ნახავთ

ჩვენ და მრავალმა სხვა ქვეყანამ არამხოლოდ გამოვთქვით შეშფოთება კანონის მიღებასთან დაკავშირებით, ასევე მივიღეთ ზომები ამ შეშფოთების გამოსახატად, ვფიქრობ, კიდევ მეტსაც ნახავთ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოში მიღებულ კანონთან დაკავშირებით განაცხადა.

მონაწილეობა მიიღო ბრუკინგსის ინსტიტუტში გამართულ დისკუსიაზე ბლინკენს კითხვა დაუსვეს საქართველოზე, კერძოდ, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე და რეგიონში გლობალური ძალების ინტერესებთან დაკავშირებით ხედვაზე.

„თქვენ ძალიან სწორედ აღნიშნეთ უზარმაზარი ძვრების შესახებ რეგიონში. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული შეშფოთებები, თუმცა ასევე გვაქვს რეალური შესაძლებლობები. თქვენ აღნიშნეთ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი საქართველოში. ჩვენ და მრავალმა სხვა ქვეყანამ არამხოლოდ გამოვთქვით ჩვენი ღრმა შეშფოთება ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მის მიღებასთან დაკავშირებით, ჩვენ ასევე მივიღეთ ზომები ამ შეშფოთების გამოსახატად.

ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტსაც ნახავთ. ეს ცხადია. ვფიქრობ, ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ევროპულ მიმართულებას, რომელიც საქართველოსა და ქართველის ხალხის უმრავლესობას სურს. ასე რომ, ჩვენთვის ცნობილია ეს გამოწვევები, მათ შორის საქართველოში. ასევე ძალიან ფოკუსირებული ვართ გარკვეულ შესაძლებლობებზე და ეს შესაძლებლობები რეალურია“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics