|
2024-07-01 13:09:10, 483 ნახვა
საზოგადოება
თალაკვაძე ნაკრებს - მადლობა გამორჩეულად კარგი ფეხბურთისთვის! - ყველას აჩვენეთ, რომ საქართველო თანასწორია და უძლიერესებთან თამაში შეუძლია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ევრო 2024-ზე საქართველოს ღირსეულ ასპარეზობას სოციალურ ქსელში ეხმიანება. თალაკვაძე ეროვნულ ნაკრებს მადლობას უხდის აღნიშნავს, რომ ფეხბურთელებმა "ყველას აჩვენეს, რომ საქართველოს უძლიერესებთან თამაში შეუძლია". "მადლობა გამორჩეულად კარგი ფეხბურთისთვის! ევროპულ მოედანზე თქვენ ყველას აჩვენეთ, რომ საქართველო თანასწორია და საქართველოს უძლიერესებთან თამაში შეუძლია! პირველი გოლი საქართველოსი იყო. პირველი ტაიმი ფრედ დავასრულეთ. ულამაზესი მომენტები შექმნეს ჩვენმა ფეხბურთელებმა შეტევაში. უძლიერესი დარტყმები მოიგერია ჩვენმა, უკვე ლეგენდარულმა მეკარემ. თამაშებზე საოცარი მუხტი აჩვენეს გულშემატკივრებმა! არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპის სამგზის ჩემპიონს ვეთამაშებოდით, ვის უკანაც გამორჩეული საფეხბურთო სკოლები, უძლიერესი კლუბები, სპორტული ინდუსტრია და სპორტში ჩართული ყველა თაობა დგას - ჩვენი გზაც ეს არის, სწორედ ამიტომ მიაღწია საქართველოს ნაკრებმა შედეგს და გავიდა ევროპაზე, მოლოდინებს გადააჭარბა! ჩვენ მალე დავბრუნდებით!!! დავბრუნდებით უფრო ძლიერად!“ - წერს თალაკვაძე.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)