|
2024-07-01 12:50:12, 418 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ მობაილბანკი საპატრულო ჯარიმებს შეგახსენებთ, თუკი თქვენი ავტომანქანა დაჯარიმდება
სულ ახლახანს "თიბისის" მობაილბანკს ავტო კომფორტის სერვისი დაემატა, რომელიც ავტომობილის მფლობელებს ყოველდღიურობას უმარტივებს. ავტო კომფორტით სარგებლობისთვის მხოლოდ შენი ავტომობილის "თიბისის" მობაილბანკში დამატებაა საჭირო. თუ აქამდე საპატრულო ჯარიმების შესამოწმებლად სპეციალურ პლატფორმაზე შესვლა და ქვითრის ნომრისა თუ ტექ-პასპორტის ნომრის წინასწარ მოძებნა იყო საჭირო, ახლა ჯარიმების ნახვასა და გადახდას უკვე "თიბისის" მობაილბანკიდან 1 წუთში შეძლებ. რაც ყველაზე მთავარია, დღეიდან მობაილბანკი შემახსენებელ ფუშ შეტყობინებებსაც გამოგიგზავნის, როცა: 1. მანქანა დაჯარიმდება 2. ჯარიმის გადახდის ფასდაკლების გასვლამდე 3. ჯარიმაზე საურავის დარიცხვამდე ამისათვის მნიშვნელოვანია, რომ შენი მობილურის პარამეტრებიდან გააქტიურებული გქონდეს ფუშ შეტყობინებები "თიბისის" აპლიკაციაზე, მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებ შეხსენებებს და საპატრულო ჯარიმების გადახდა აღარასდროს დაგიგვიანდება. ავტო კომფორტი "თიბისის" მობაილბანკის ახალი ფუნქციონალია, რომელიც ავტომობილის მფლობელების ყოველდღიურობის გასამარტივებლად შეიქმნა. ავტო კომფორტით სარგებლობისთვის მხოლოდ შენი ავტომობილის "თიბისის" მობაილბანკში დამატებაა საჭირო. ამის შემდეგ კი შეძლებ:
როგორ გავიაქტიურო ავტო კომფორტი? ავტო კომფორტის გააქტიურებისთვის "თიბისის" მობაილბანკში მოძებნე „პარკირება და ჯარიმების“ ან „პროდუქტების აქტივაციის“ განყოფილება და დაამატე შენი ავტომობილი. სერვისის გააქტიურება შეგიძლია იმდენჯერ, რამდენი ავტომობილის დამატებაც გსურს. მომსახურების გააქტიურება 2024 წლის 1 სექტემბრამდე სრულიად უფასოდ შეგიძლია, ხოლო შემდეგ თითოეულ დამატებულ ავტომობილზე თვეში მხოლოდ 0.9.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)