|
2024-06-29 15:05:23, 374 ნახვა
საზოგადოება
9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლების პროცესი მიმდინარეობს
მთაწმინდის რაიონში 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რეაბილიტაციის პროცესს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად ადგილზე გაეცნო. „პირველი, რაც კეთდება, არის მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება, რომელიც, როგორც ნახეთ, მძიმე მდგომარეობაში იყო. შესაბამისი კომპანიები ჩართულები არიან და ივლისის ბოლოს, ვფიქრობთ, ყველანაირად დავასრულებთ სამუშაოებს და კეთილმოწყობას. არ შეიცვლება პარლამენტის გვერდით არსებული საფეხმავლო ბილიკი. დანარჩენი, ყველაფერი მოწესრიგდება. გარდა ამისა, სამუშაოებით შევედით პარლამენტის უკანა ქუჩაზეც, რომელიც გვინდა, მოვაწესრიგოთ და მთლიანად განვაახლოთ. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში დამონტაჟდება განათების ახალი ბოძები და LED სანათები", - განაცხადა კახა კალაძემ. პროექტის სანახავად ადგილზე იმყოფებოდნენ ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, მთაწმინდის გამგებელი დავით კირკიტაძე და თბილისის საკრებულოს წევრი ზურაბ აბაშიძე. აღსანიშნავია, რომ სამუშაოების მიმდინარეობის გამო, 9 აპრილის ქუჩაზე მოძრაობა სრულად შეიზღუდა. ამასთან, ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩაზე აიკრძალა ავტომობილების პარკირება და მოძრაობა შესაძლებელია ორმხრივად, ხოლო ჩიტაძის ქუჩაზე მოძრაობის მიმართულება შეიცვალა და მოძრაობა შესაძლებელია ჭონქაძის ქუჩის მიმართულებით. პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1.5 მლნ ლარით დაფინანსდა და მას ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)