|
2024-06-28 18:52:47, 386 ნახვა
საზოგადოება
„თეგეტამ“, „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით, მულტი-სავალუტო ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში $8.3 მილიონი განათავსა
"თეგეტა ჰოლდინგმა" 2023 წლის დეკემბერში დამტკიცებული 20 მილიონი ევროს ექვივალენტი მულტი-სავალუტო ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, 28 ივნისს 8.3 მილიონი აშშ დოლარი განათავსა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ტრანზაქცია 2024 წელს, ადგილობრივ ბაზარზე, პირველი აშშ დოლარში დენომინირებული კორპორატიული ემისიაა. გარიგების ექსკლუზიური საინვესტიციო ბანკი კვლავ "გალტ & თაგარტია", რომლის მხარდაჭერითაც კომპანიამ 2023 წელს საქართველოში პირველი ობლიგაციების მულტი-სავალუტო პროგრამა დახურა. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს კომპანიამ "გალტ & თაგარტთან" პარტნიორობით, ჯამურად, 20 მილიონი აშშ დოლარის და 16 მილიონი ევროს ობლიგაციები წარმატებით განათავსა. მათ შორის 7 მილიონი ევრო მიმდინარე მულტი-სავალუტო პროგრამის პირველ ტრანშად განთავსდა. წარსული ემისიების მსგავსად, მიმდინარე ტრანზაქციისადმი კვლავ მაღალი დაინტერესება იყო ინვესტორების მხრიდან. შედეგად, ობლიგაციები 50-ზე მეტმა ქართველმა და უცხოელმა ინვესტორმა შეიძინა. აღსანიშნავია, რომ უახლესი ტრანში 8.5% საპროცენტო განაკვეთით განთავსდა. ემისიის ვადიანობა 2 წელია, ხოლო მოზიდული სახსრების გამოყენებას, წინა ემისიის მსგავსად, კომპანია არსებული ვალდებულებების რეფინანსირებისთვის გეგმავს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)