|
2024-06-28 14:23:25, 351 ნახვა
საზოგადოება
ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე წითელი ნუსხის განახლების პროცესი განიხილეს
საქართველოს ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის საკოორდინაციო საბჭოს რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა. საბჭომ საქართველოს წითელი ნუსხის განახლების პროცესის საკითხები განიხილა. შეხვედრის ფარგლებში, საბჭოს წევრებმა სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის პროექტი განიხილეს, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. აღნიშნული გეგმის დამტკიცების შემდეგ, ინდივიდების აღდგენის პროცესი დაიწყება. საკოორდინაციო საბჭოს სხდომას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი ხელმძღვანელობდა. „ეროვნული წითელი ნუსხის განახლება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ბიომრავალფეროვნების დაცვისთვის. მეცნიერებთან და ექსპერტებთან ერთად, განისაზღვრება კვლევებზე დაფუძნებული ნუსხა. აღსანიშნავია, რომ პარლამენტში დაიწყო ბიომრავალფეროვნების შესახებ კანონპროექტის განხილვა. ამ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, ქვეყანაში სახეობებს უკვე საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად განესაზღვრებათ საკონსერვაციო სტატუსი“, - განაცხადა კარლო ამირგულაშვილმა. შეხვედრაზე აღინიშნა ქვეყანაში ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, კონსერვაციისა და მონიტორინგის პრიორიტეტულობის საკითხი და ხაზი გაესვა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) და შვედეთის მთავრობის (SIDA) აღნიშნული მიმართულებით განსაკუთრებული მხარდაჭერის მნიშვნელობას. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)