|
2024-06-27 14:56:29, 356 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე იოზვიაკის განცხადებაზე - რაც არ უნდა დააბრალონ ხელისუფლებას, საქართველო არის ევროპის ნაწილი
დაწყებული პოლიტიკიდან დამთავრებული ფეხბურთით ჩვენ ამაყად ვდგავართ ევროპაში. ამიტომ, ეს არის ყველაფერზე პასუხი,- ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის განცხადება, რომლის ინფორმაციით, ევროკავშირის სამიტის შემაჯამებელ პროექტში საქართველოს წინააღმდეგ ზომებზე არაფერი წერია, თუმცა კონკრეტულ კურსთან დაკავშირებით განმარტებები უნდა გაკეთდეს. მდინარაძის თქმით, „რაც არ უნდა დააბრალონ საქართველოს ხელისუფლებას, ქართველ ხალხს, საქართველო არის ევროპის ნაწილი". „რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა დააბრალონ საქართველოს ხელისუფლებას, ქართველ ხალხს, საქართველო არის ევროპის ნაწილი. კულტურული, მენტალური, ქრისტიანული, დემოკრატიული ევროპის ნაწილი და ამ ჭეშმარიტად დემოკრატიულ, ევროპულ ღირებულებებში და ჭეშმარიტად სამართლიანობისკენ სიარულში, ბრძოლაში, ამ ყველაფრისთვის საქართველოს ხელს ვერავინ შეუშლის, რაც არ უნდა დეზინფორმაციული კამპანია იყოს ამის წინააღმდეგ. ასეთი გამოხტომები უშლის ამ ყველაფერს ხელს“,- ამბობს მდინარაძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)