|
2024-06-27 12:26:21, 580 ნახვა
პოლიტიკა
ბეჟაშვილი - ქართველი ხალხის ხმა ესმის ევროპას, ევროპა მარტო არ დატოვებს საქართველოს!
ევროსაბჭოში იმართება პოლიტიკური დებატები საქართველოში დემოკრატიის გამოწვევებზე. ქართველი ხალხის ხმა ესმის ევროპას, ევროპა მარტო არ დატოვებს საქართველოს! - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა ევროსაბჭოში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე განაცხადა. ბეჟაშვილის თქმით, საქართველო არის მთავარი თემა ევროპის, როგორც პოლიტიკურ დღის წესრიგში, ისე ყოველდღიურობაში. „დღეს, საქართველო არის მთავარი თემა ევროპის, როგორც პოლიტიკურ დღის წესრიგში, ისე ყოველდღიურობაში. საქართველოს ნაკრებმა აჩვენა საოცარი თამაში, მოიპოვა გამარჯვება და ყველა ამაზე საუბრობს. და მეორე, რომ ევროსაბჭოში იმართება პოლიტიკური დებატები საქართველოში დემოკრატიის გამოწვევებზე. ქართველი ხალხის ხმა ესმის ევროპას, ევროპა მარტო არ დატოვებს საქართველოს! - აი, ეს სულისკვეთება იქნება დღეს განხილვაში და დებატებში და იმ რეზოლუციაში, რომელიც შემოთავაზებულია. მე დარწმუნებული ვარ, ევროსაბჭო ამ რეზოლუციას ერთხმად დაამტკიცებს",- აცხადებს ბეჟაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)