|
2024-06-26 14:26:42, 475 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი რუტეს - თქვენი როლი არსებითი იქნება გრძელვადიანი მშვიდობის აღდგენის პროცესში დემოკრატიისა და თავისუფლების შესანარჩუნებლად
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მარკ რუტეს ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ოფიციალურად დანიშვნას ულოცავს. ზურაბიშვილი მილოცვის ტექსტს სოციალურ ქსელ X-ზე აქვეყნებს. "ვულოცავ მარკ რუტეს ნატოს გენერალურ მდივნად არჩევას. ამ გადამწყვეტ და რთულ დროს, თქვენი როლი არსებითი იქნება გრძელვადიანი მშვიდობის აღდგენის პროცესში დემოკრატიისა და თავისუფლების შესანარჩუნებლად. ვიმედოვნებთ, რომ თქვენი ხელმძღვანელობა იქნება წარმატებული ახალი და მჭიდრო კავშირების დამყარების მათთვის, ვინც მოუთმენლად ველით გაფართოებულ ალიანსს. მადლობა იენს სტოლტენბერგს სამაგალითო სამსახურისა და თავდადებისთვის!" - წერს ზურაბიშვილი X-ზე. ცნობისთვის, დღეს, 26 ივნისს ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ ნატოს გენერალურ მდივნად ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. რუტე ალიანსის გენერალური მდივნის უფლებამოსილების შესრულებას 1-ელი ოქტომბრიდან შეუდგება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ჟაპორეჟიაში რუსულა ავიაბომბამ რვა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა აქედან 3 ბავშვია
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)