|
2024-06-26 12:55:21, 355 ნახვა
საზოგადოება
TBC x USAID - ტექნოლოგიური განათლებისთვის
ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებისთვის, "თიბისი" USAID-თან თანამშრომლობით, ახორციელებს პროექტს „TBC x USAID - ტექნოლოგიური განათლებისთვის“. პროექტის მეორე ეტაპზე, სრულად დაფინანსებულ, ტექნოლოგიურ კურსებზე რეგისტრაციები გრძელდება! შემოგვიერთდი ტექნოლოგიების სამყაროში და ისწავლე სრული დაფინანსებით, გაიარე რეგისტრაცია 7 ივლისის ჩათვლით შემდეგ მიმართულებებზე: ეს ის პროგრამებია, რომელთა შესწავლაც პროექტის ფარგლებში 18 წელს ზევით ასაკის ყველა მსურველს შეუძლია. კურსები განკუთვნილია, როგორც დამწყებთათვის, ასევე იმ პირებისთვის ვინც უკვე ფლობს გარკვეულ ცოდნას და სურს უნარების განვითარება ამ მიმართულებით. სწავლების ხანგრძლივობა, კურსების მიხედვით 3-6 თვემდეა და სრულად ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს, რაც კურსებს ხელმისაწვდომს ხდის მთელი საქართველოს მასშტაბით და ხელს უწყობს რეგიონებში სფეროს განვითარებას, ტექნოლოგიების როლისა და დასაქმების შესაძლებლობის ზრდას. პროექტის ერთ-ერთი მთავარი ფოკუსია ტექნოლოგიების სფეროში ქალთა გაძლიერება, რაც მათთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას ითვალისწინებს. პროექტის წინა ეტაპზე 10,000-მდე რეგისტრირებული აპლიკანტიდან შეირჩა 400-ზე მეტი მონაწილე, რომელთაგან ნაწილი მიმდინარე სტუდენტია, ნაწილმა კი უკვე წარმატებით დაასრულა სასწავლო პროგრამები და საკუთარ კარიერას სხვადასხვა წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიაში აგრძელებს. პროგრამები წარიმართება "თიბისის" IT აკადემიის მიერ, სფეროს წამყვანი ექსპერტების ჩართულობით. პროგრამები სტუდენტებს რეალურ სამუშაო გარემოზე დაფუძნებულ სწავლებას სთავაზობს, რაც მათ სხვადასხვა უნარების განვითარებაში ეხმარება და ხელს უწყობს დასაქმებაში. „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“ არის შესაძლებლობა, ტექნოლოგიების სფეროში, შეიძინო ახალი ან გაიუმჯობესო ამჟამინდელი პროფესია და განივითარო უნარები ჩვენს მიერ შეთავაზებულ მიმართულებებში.
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)